ჩაკვეტაძემ "ჰამბურგში" სადებიუტო ბურთი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის 28-ე ტურში "ჰამბურგმა" "პადერბრნორს" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

ამ მატჩში ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო ამბავი მოხდა. მასპინძელთა მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორი ქართველი გიორგი ჩაკვეტაძე გახდა. ის 86-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე და მსაჯის მიერე დამატებულ მე-3 წუთზე აიღო მეტოქის კარი.

გიორგიმ საჯარიმოს გარედან დაარტყა, მას მეტოქე გუნდის მეკარის შეცდომაც მიეხმარა და შედეგად, მან მე-2 ბუნდესლიგაზე პირველი ბურთიც შეაგდო.

ეს ქართველისთვის 2021 წლის 27 ოქტომბრის შემდეგ პირველი საკლუბო გოლი გახლდათ. "ჰამბურგმა" კი ბუნდესლიგაში გადასვლის შანსი თითქმის დაკარგა და ლიდერთა სამეულს
უკვე ცხრა ქულით ჩამორჩა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ეს განდიდება რატო გვიყვარს? ეს გოლი მთლიანად მეკარის სინდისზეა! სხვა მხრივ წარმატებები გიოს, ძველი გიო გვჭირდება ნაკრებში.
1
0:35 ზე ნახეთ ბურთმა რა გააკეთა?? მეც კი შოკში ვარ და მეკარეს რა მოუვიდოდა.. მზე არაფერ შუაშია.
ილია
04:22 03-04-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული