"მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლელებმა ხვიჩა კვარაცხელიას შეძენაზე შეთანხმებას მიაღწიეს, ლუჩანო სპალეტის გუნდის შეტევითი პოტენციალის კიდევ უფრო გაზრდა სურს და "რომადან" 22 წლის ნიკოლო ძანიოლოს გადაბირება განუზრახავს.
ძანიოლო ბოლო პერიოდში ტრავმებს ებრძოდა, თუმცა "ნაპოლის" ხელმძღვანელობას ის მაინც ლორენცო ინსინიეს შემცვლელად წარმოუდგენია, რომელიც გუნდს ზაფხულში დატოვებს. სავარაუდოდ, ფეხბურთელის ფასი 70-80 მილიონი ევრო იქნება.
მიმდინარე სეზონში იტალიელმა ნახევარმცველმა ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით 23 მატჩი გამართა, სადაც 2 გოლი და ამდენივე საგოლე პასი აქვს.
რაც შეეხება
ნეაპოლში ხვიჩას ზედმეტსახელი უკვე მოუფიქრეს
La Gazzetta dello Sport: კვარაცხელია 1-ელ ივლისს "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდება
"ტოპ-მოთამაშე შეიძლება გახდეს" - "იუვეს" ლეგენდარული პრეზიდენტი კვარაცხელიაზე
კვარაცხელიას ტრანსფერში ჩართული 2006 წლის იტალიელი მსოფლიო ჩემპიონი ყოფილა