ჩაკვეტაძე ისევ შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" დამარცხდა და ბუნდესლიგაში დაბრუნების შანსი თითქმის დაკარგა

AutoSharing Option
მეორე ბუნდესლიგის 29-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „ჰამბურგი“ კილში „ჰოლშტეინთან“ 0:1 დამარცხდა.

ჩაკვეტაძე 64-ე წუთზე ანსი სუჰონენის ნაცვლად შევიდა შეცვლაზე. გიორგიმ ჩემპიონატის 9 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

"ჰამბურგი“ 45 ქულით მე-6 ადგილზეა, ჩემპიონატის დასრულებმდე 5 ტურით ადრე პლეი-ოფის ზონას 7 ქულა აშორებს და 16 აპრილს 30-ე ტურში "კარლსრუეს“ უმასპინძლებს, ხოლო 19 აპრილს თასის ნახევარფინალში „ფრაიბურგს“.

კილი. „ჰოლშტეინი“
ჰოლშტეინი - ჰამბურგი 1:0
გოლი: ვრიდტი (20)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული