კიტეიშვილმა თანაგუნდელს საგოლე პასი "დაუხატა" - "შტურმმა" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ავსტრიის ბუნდესლიგის 26-ე ტურში ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ სახლში 1:0 სძლია „აუსტრიას“.

კიტეიშვილმა, რომელმაც ტრავმა მოირჩინა, ძირითად შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთზე მისი შესანიშნავი პასით ჯონ სტანკოვიჩმა გოლი გაიტანა. ოთარი 78-ე წუთზე შეცვალეს. მან მიმდინარე ჩემპიონატის 11 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

„შტურმი“ 27 ქულით მეორე ადგილზეა და 17 აპრილს „რაპიდს“ უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
დავით ყიფიანისაგან გაკეთებული მახსოვს,ასეთი პასი,ჯარიმიდან თავზე გადაუგდო კედელს და რამაზ შენგელიამ მაკრატელა დაარტყა.სამწუხაროდ ვე გაიტანა,მაგრამ ამდენი ხანია გასული და მეხსიერებას მაინც შემორჩა.ყოჩაღ ოთარ!
სოსო
00:27 11-04-2022
0
გაიხარე ოთო. უდიდესი ძალა მოგვემატა, ჩაკვეც თუ ათამაშდა, ცენტრიც და ორივე ფლანგიც,კვარა ლობჟა. მაგარი იქნება. აი დაცვა და ჩამშლელია მოსაძებნი
ლევან მაღლაკელიძე
14:00 11-04-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული