ლა ლიგამ 31-ე ტურში "რაიო ვალეკანოსთან" "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილის სეივი საუკეთესოდ მიიჩნია.
ლა ლიგამ თავის "იუთუბის" გვერდზე ტურის 5 სეივი გამოაქვეყნა, რომელთა შორის ქართველის გამოარჩია.
მამარდაშვილმა ისი პალასონის დარტყმული ბურთი მოიგერია და თავისი გუნდი გადაარჩინა.
გიორგიმ ამ სეზონში "ღამურების" რიგებში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 16 მატჩში კარი მშრალად 8-ჯერ შეინახა.