"ქეცბაიასთვის ბუმერანგივით იქცევა" - კვიპროსული კრიტიკა

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის საჩემპიონო ექვსეულის დასრულებამდე მხოლოდ 3 ტურია დარჩენილი. უახლოეს მატჩში, 18 აპრილს, თემურ ქეცბაიას "ანორთოსისი", სადაც გიორგი ლორია გამოდის, ლარნაკას აეკ-ს ესტუმრება.

sigmalive ქართველ სპეციალისტს ბოლოდროინდელი განცხადებების გამო აკრიტიკებს:

"თემურ ქეცბაიას ბოლოდროინდელი პოზიციები საკუთარი ფეხბურთელების მიმართ ბევრ და სერიოზულ წინააღმდეგობას შეიცავდა. იშვიათია, როდესაც გუნდის ფეხბურთელებს, რომელთაც ორივე შიდა ტიტულის მოპოვების შანსი აქვთ, მათი მწვრთნელი აკრიტიკებს, ურჩსა და ეგოისტს უწოდებს. ეს ნამდვილად სხვა განზომილებაა...

სწორედ ამის გამო, შესაძლოა, უახლოესი თამაშის შემდეგ ფეხბურთელების კრიტიკა თავად ქეცბაიასთვის ბუმერანგად იქცეს. პრობლემაზე, რომელიც არაერთხელ
და ხანგრძლივად არის მითითებული, მაგრამ გადაუჭრელია (ასე თუ ისე), მთავარი პასუხისმგებლობა მწვრთნელს ეკისრება. მან უნდა უზრუნველყოს, რომ ერთი მხრივ ყველამ გააცნობიეროს ის, რაც უნდა და რაც არ უნდა გააკეთოს...

როგორც ცნობილია, დაღვრილ რძეზე ტირილი სასარგებლო არაა."

უახლოესი შეხვედრა 18 აპრილს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. "ანორთოსისი" 44 ქულით მე-4 ადგილს იკავებს და ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ მე-2 ადგილს, რომელზეც ოქრიაშვილის, ქვილითაიასა და დაუშვილის "აპოელი" იმყოფება, მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. პირველობას რევაზ ინჯგიას "აპოლონი" არავის უთმობს - 51 ქულით.

altქეცბაია: გუნდურობა გვაკლია, ზოგიერთს გმირობა სურს

altგამარჯვების მიუხედავად, ქეცბაია უკმაყოფილოა - მორიგი ტურის წინ

altქეცბაიამ გაიმარჯვა, ოქრიაშვილის "აპოელს" 4 მოთამაშე გაუძევეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
ქეცბაიამ რაც თქვა ის იყო, რომ ყველას თვითონ უნდოდა გმირი გამხდარიყოო და თუ ვინმემ იმ თამაშს უყურა სადაც მეტოქეს 2 თუ 3 ფეხბურთელი გაუწითლეს, მიხვდებოდა რასაც გულისხმობდა - 1:0 მოუგეს 7 კაცს და მეორე გოლი ვერაფრით გაიტანეს, იმიტომ რომ ერთი ექსტრა პასის გაკეთება არავის უნდოდა (ვუყურე მაგ თამაშის ათწუთიან მიმოხილვას). არა და ეგ სიტყვები ამ თამაშის შემდეგაც არ უთქვამს. მგონი მომდევნო თუ მომდევნოს მომდევნო ტურის მერე თქვა, სადაც ალბათ იგივე განმეორდა. ჟურნალისტების ეს შეფასება საკმაოდ მკაცრი და უსამართლო მგონია, რაც ალბათ სამართლიანადაც იწვევს ხოლმე ქეცბას გაბრაზებას.
odala
21:16 15-04-2022
0
წინ წინ ნუ მოუსმენ ურჯულოებს წარმატებები ქეც წინ წინ მაგარო
kaka
14:50 15-04-2022
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული