მამარდაშვილის მე-15 მატჩი პრიმერაზე და "ვალენსიას" საშინაო მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 32-ე ტურში „ვალენსიამ“ სახლში „ოსასუნასთან“ მარცხი განიცადა (1:2), 20 თებერვლის შემდეგ პირველად წააგო და შეწყდა მისი დაუმარცხებელი 7-მატჩიანი სერია.

მასპინძელთა გუნდის მეკარე გიორგი მამარდაშვილს, რომელმაც პრიმერაზე მე-15 შეხვედრა ჩაატარა, შეცდომა არ დაუშვია, პირველი გოლი პენალტიდან გაუშვა და ავილას დარტყმული ბურთის მოგერიებასთანაც ახლოს იყო. მეორე გოლისას კი ბუდიმირმა ქართველი მოძრაობაზე დაიჭირა და თავით გაუტანა. შემდეგ სოლერმა თერთმეტმეტრიანით ანგარიში შეამცირა. მან მიმდინარე ტურნირზე მე-11 გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში ბორდალასის გუნდმა გოლის გატანა ვერ შეძლო და დამარცხდა.

„ვალენსია“ 42 ქულით მეათე
ადგილზეა და 19 აპრილს გასვლაზე „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება, ხოლო 23 აპრილს თასის ფინალში „ბეტისს“ შეხვდება.

ვალენსია. „მესტალია“. 30 148 მაყურებელი
ვალენსია - ოსასუნა 1:2
გოლები: 0:1 ავილა (50, პენ), 0:2 ბუდიმირი (70), 1:2 სოლერი (83, პენ)

მკითხველის კომენტარები / 19 /
ყველა მატჩში სასწაულს ვერ მოახდენს, მთავარია უპატიებელი შეცდომა დაუშვია და ყველაფერი წინ აქვს ამ ბიჭს, წარმატებები გიოს და ესწავლოს ამ მატჩიდან
Nick
23:23 16-04-2022
3
ზოგიერთების გასაგონად - მამარდაშვილი მეკარეა და საკმაოდ წარმატებული,ერთ-ერთი საუკეთესოა პრიმერაში, მაგრამ სასწაულმოქმედი და ქრისტე არ არის. ასე რომ შეეშვით არარეალურ მოთხოვნებს.
გიო, ჩვენი იმედი და მომავალი ხარ. წარმატებები!
თენგაბი
09:51 17-04-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული