ხვიჩას შოუ, ფლამარიონის დუბლი, ზურიკოს დებიუტი, რადინის სუპერგოლი - ბათუმის "დინამომ" ლიდერობა დაიბრუნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-8 ტურში ბათუმის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე „გაგრა“, „საბურთალომ“ კი „ლოკომოტივი“ დაამარცხა.

ბათუმში მატჩი მართლაც ლამაზი სანახავი გამოდგა: ჯერ კვარაცხელიას დრიბლინგისა და საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ ფლამარიონმა ანგარიში გახსნა. შემდეგ კვარაცხელიამ თავად გაიტანა. ეს ეროვნულ ლიგაში დაბრუნების შემდეგ მისი პირველი გოლია. თუმცა „გაგრა“ არ დანებდა და შონიამ თავისი ყოფილი გუნდის კარი დალაშქრა. 27-ე წუთზე კვარაცხელიამ საჯარიმოს გარედან საოცარი გოლი გაიტანა და ანგარიში 3:1 გახდა.

მეორე ტაიმი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს, ორი მომენტი ვერ გამოიყენეს, გოლი კი მასპინძლებმა გაიტანეს - დუბლი ფლამარიონმა
შეასრულა. 64-ე წუთზე შეცვლაზე დავითაშვილი შევიდა და აჭარულ გუნდში მისი დებიუტი შედგა. შეცვლაზე შესულმა "გაგრას" შემტევმა ბუხაიძემ მე-80 წუთზე ანგარიში შეამცირა, 86-ე წუთზე კი ასევე შეცვლაზე შესულმა რადინმა წარმოუდგენელი სილამაზის გოლი გაუტანა ქურდაძეს.

ბათუმის „დინამომ“ ლიდერობა დაიბრუნა და 23 აპრილს ქუთაისში „ტორპედოს“ დაუპირისპირდება, ხოლო 8 ქულით მე-8 პოზიციაზე მყოფი „გაგრა“ თბილისის „დინამოს“ შეხვდება.

ბათუმი.“აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - გაგრა 5:2
გოლები: 1:0 ფლამარიონი (4), 2:0 კვარაცხელია (7), 2:1 შონია (11), 3:1 კვარაცხელია (27), 4:2 ბუხაიძე (80), 5:2 რადინი (86)

დინამო (ბთ) (4-2-3-1): ალავიძე, ჩაბრაძე, კობახიძე (კ), აზაცკი, აზაროვი, ფალავანდიშვილი (რადინი 72), ალთუნაშვილი (ტეიდი 64), მამუჩაშვილი, ბიძინაშვილი (დავითაშვილი 64), კვარაცხელია (ლობჯანიძე 72), ფლამარიონი (ზარია 82)

გაგრა (4-2-3-1): ქურდაძე, ქობულაძე, კვირკველია, ნოზაძე, ხოსიტაშვილი (კ), სულთანიშვილი (ბუხაიძე 73), შეწირული, კვირკვია (ფარულავა 73), შონია (ვეკუა 58), ხაბელაშვილი (ჩოგაძე 58), ვაწაძე

დღესვე „საბურთალომ“ „ლოკომოტივს“ სძლია და მეოთხე ადგილზე დამკვიდრდა.

თბილისი. „მიხეილ მესხი“
საბურთალო - ლოკომოტივი 3:1
გოლები: 1:0 ანდრონიკაშვილი (5, საკ. კარში), 2:0 სიხარულიძე (61), 2:1 დარცმელია (68), 3:1 სიხარულიძე (90+5)
გაძევება: აწყურელი (84, ლოკომოტივი)
გამოუყენებელი პენალტი: ტაბატაძე (85, საბურთალო)

მკითხველის კომენტარები / 20 /
სასწაულად ითამაშა,ლაღად, ლამაზად, რასაც ქვია იფრინა. ზაფხულამდე ამ ტემპით გააგრძელე კვარა და მერე ნაპოლიში დაგლიჯე !! :))
მთავარია ტრავმა არ მიიღოს!!!
.
18 აპრილი 2022 23:53
0
აუ რა ვისიამოვნე მიმოხილვით ❤️❤️
ყველა გუნდს რო ნორმალური სტადიონი ქონდეს და ბევრ გუნდში იყოს ვაწაძის და თუნდაც კვარას დონის ფეხბურთელები... კვარას დიდხანს ვერ გააჩერებ, ცოდოცაა, მარა ცოტ-ცოტა ხანი ძაან აიწევს დონე... ესეთი თამაშები რო იყოს ხშირად ძაან შორს წავალთ ❤️
რა მაფიაა?
19 აპრილი 2022 00:25
0
ხვიჩასგან რასაც ველოდით ის დავინახეთ და კიდევრ წინ კარგ თამაშებს ვიხილავთ შარმათებები ხვიჩას რათქმაუნდა !!!
მაგრამ,
რასაც დაცვაში ველოდით ისიც დავინახეთ!!!
კოშმარს ცხადში ვნახავთ თუ ჩემპიონთა ლიგის შესარჩევამდე როტაციას არ მიმართავს დინამო ბათუმი დაცვით ფაზაში და ....
ჩაბრაძე ძალიან დიდხანს რჩება თავდასხმაში და ამ დროს კობახიძის და აზაცკის თამაშით ნუ რა ვიცი ესეშორს ვერ წავალთ!!!
ალთუნაშვილი ფალავადიშვილი ხავი ინიესტაა ძააან მაგრად ითამაშეს ბრაო..
შავი კაცი
19 აპრილი 2022 01:21
0
ამ სამ მომენტში კიდევ ერთხელ გამოჩდა რომ კვარა ყველაფერს კარგად ფლობს--დრინლინსაც პასსაც (პირველ გოლზე რა ზუსტად და კარგად დაუტრიალა პასი ჯოვინოს ისე რომ ვერც სამმა მცველმა და ვერც მეკარემ რომ ვერ ჩაჭრეს იდეალური შესრულება იყო ასეთი პასის) და ორივე ფეხით დარტყმასაც და ისე კარგად რომ შეხედავ იფიქრებ რომ უკვე დაბრძენებული 26-27 წლის ჩამოყალიბებული ფეხბურთელია ! პირველი გოლი რომ გაიტაანა მარცხენათი ისე ძლიერად და ზუსტად დაარტყა ადგილიდანვე რომ ბევრ ცაცია ფეხბურთელსაც შეშურდებოდა ! თუ ასე გააგრძელა და კიდევ მოუმატა (დარწმუნებული ვარ თუ მოინდომებს კიდევ მოუმატებს ) მაშინ ნაპოლი კი არა ნებისმიერ ტოპ გუნში იქნება ძირითადის მოთამაშე კი არა გუნდის ლიდერიც !
zura222
19 აპრილი 2022 10:21
1
ხვიჩა სუპერ.აი დაცვას რა ეშველება არ ვიცი.ასეთი დაცვით ევროპის საკვალიფიკაციოზე შორს ვერ წავლენ
კახა ქ.
19 აპრილი 2022 07:35
0
რაზე მეცინება იცით? რაც არ უნდა გააკეთოს, ყველაფერზე რომ შეუძლიათ დააჰეითონ.
სამგურალს ვერ გაუტანა და დიდ გუნდებს გაუტანსო?
აუ გაგრას თუ გაუტანა დიდი ამბავიო.
ე. ლიგის დონეზე კი გამოჩნდება მაგარი, აბა მაღალი დონის მცველები მოატყუოსო.
ესპანეთის და შვედეთის დაცვას ეთამაშა უმაღლეს დონეზე და ეგ ერთხელ გაუვარდაო :))
კარგია, ასე გააგრძელეთ. ესეთი კრიტიკა და ჰეითი, მხოლოდ რჩეულების ხვედრია.
მახსოვს მესიზე რომ წერდნენ, ხეტაფეს და ოსასუნას თუ უტანს დიდი ამბავიო
Winter
19 აპრილი 2022 14:25
0
წარმატებები კვარას და ბათუმს! იმსახურებს ეს პუბლიკა და ქალაქი დიდ ხისახრულს! სხვებმა მიბაძეთ, განსაკუთრებით დედაქალაქში!
ტარიელ მაღალდაძე
19 აპრილი 2022 12:37
0
ეს ჩელე ვიღაა?
ნეტავ მართლა ჩელე იყოს ფეხბურთი ეცოდინება. რამ დაბოღმა?
ესპანელებმაც შეატარეს, აერიდნენ
გოლი რომ გაუჭედა
თენგო
19 აპრილი 2022 12:04
1
კი და შვედებმაც შეატარეს 2 რომ შეუგდო
kane
19 აპრილი 2022 12:43
0
ამდენი კარგი შემტევი რომ გყავთ და დაცვაში კობახიძე არ გეკადრებათ! ევროპაზე ძალიან გაჭირდება კობახიძის ნელი და არაკოორდინირებული თამაშით!
ლადო
19 აპრილი 2022 12:40
1
Janos kide travma aaq?? Centraluri mcvelebi unda daimaton aucileblad
Restar
19 აპრილი 2022 09:00
0

სიახლეები პოპულარული