ბორდალასმა "ვილიარეალთან" მამარდაშვილის ნაცვლად კარში სილესენი ჩააყენა

AutoSharing Option
ლა ლიგის 33-ე ტურში „ვალენსია“ სტუმრად „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტთან შეხვედრაში „ღამურების“ კარს, სამწუხაროდ, არა გიორგი მამარდაშვილი, არამედ იასპერ სილესენი დაიცავს. ქართველი განაცხადშიც არაა.

შეგახსენებთ, 24 აპრილს „ვალენსია“ თასის ფინალში „ბეტისს“ შეხვდება და ძნელი სათქმელია, „ვალენსიას“ მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ფაქტობრივად გენერალური რეპეტიციისას რატომ გააკეთა არჩევანი ნიდერლანდელზე. შესაძლოა, უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ გიორგი დაასვენა? სწორედ ასეთ ვარაუდს გამოთქვამს futbolfantasy.

მატჩი თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
საქმე იმაშია, რომ ვალენსია ფინალური მატჩისთვის ძალებს ინახავს და თამაშობს მეორე შემადგენლობით, შესაბამისად დიდია მარცხის და ბევრი გოლის გაშვების ალბათობა და ფინალის წინ ფსიქოლოგიურად უარყოფითი გავლენა რომ არ მიიღოს გიორგიმ მაგიტომაც არაა განაცხადში.
nika
23:57 19-04-2022
1
ასეც ვფიქრობდი, ბორდალასმა მამარდა უეჭველი დაასვენა, თასის ფინალისთვის შემოინახა.
ქობულეთიდან
23:07 19-04-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული