ქართველი მეკარე მშვენივრად გამოიყურება, თუმცა "მამარდას" "ვალენსიას" "ლა ლიგაში" სატურნირო მოტივაცია, ფაქტობრივად, აღარ აქვს და მთელი ყურადღება თასის ფინალისკენაა მიმართული. ხოსე ბორდალასის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტ "ვილიარეალს" ესტუმრება, რომელიც თავის მხრივ, ჩემპიონატში მნიშვნელოვან როტაციას მიმართავს.
"ღამურებს" დაცვის ლიდერი გაბრიელ პაულისტა დააკლდება, ხოლო მასპინძლებს ფორვარდი ხერარდ მორენო ვერ დაეხმარებათ.
ესპანეთის ჩემპიონატის 33-ე ტურის მატჩი "დე ლა კერამიკაზე" თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ,
რაც შეეხება ჩაკვეტაძის "ჰამბურგს" - გერმანიის თასის ფინალში მოსახვედრად "ფრაიბურგის" ბარიერის დაძლევა სჭირდება. ჰამბურგელებს ბუნდესლიგაში აღზევების საკითხი გართულებული აქვთ, თუმცა თასის მეშვეობით ევროპა ლიგაზე გასვლა შეუძლიათ. მეორე ნახევარფინალური წყვილი "ლაიპციგი" - "უნიონია". ასე რომ, გიორგის გუნდს გადაუჭრელი მიზნები არ აქვს.
შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და იმედია, ქართველ ნახევარმცველს დიდი დრო მიეცემა.
სანიოლი ჩაკვეტაძის შეხვედრას დაესწრო [PHOTO]
მამარდაშვილს "ვალენსიაში" ახალი კონკურენტი ეყოლება?
ჩაკვეტაძის 12+ წუთი და "ჰამბურგის" გამარჯვება
მამარდაშვილის მე-15 მატჩი პრიმერაზე და "ვალენსიას" საშინაო მარცხი [VIDEO]