„ღამურების“ მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა სეზონის უმნიშვნელოვანესი მატჩის, თასის ფინალის წინ რიგ წამყვან ფეხბურთელებს მისცა დასვენების საშუალება და ესპანური მედიის მტკიცებით, მეკარე გიორგი მამარდაშვილიც ამიტომ არ იყო განაცხადში.
ამ შეხვედრაში ქართველი იასპერ სილესენმა შეცვალა.
„ვალენსია“ 42 ქულით მე-10 ადგილზეა და 30 აპრილს, 34-ე ტურში, „ლევანტეს“ უმასპინძლებს, ხოლო იქამდე, 24 აპრილს, სევილიაში თასის ფინალში „ბეტისს“ დაუპირისპირდება.
ვილიარეალი. „სერამიკა“. 13 570 მაყურებელი
ვილიარეალი - ვალენსია 2:0
გოლები: 1:0 დანჯუმა (10, პენ), 2:0 დანჯუმა (17)