მამარდაშვილი დაასვენეს, "ვალენსია" დამარცხდა - ვინ ითამაშებს ფინალში?

AutoSharing Option
ლა ლიგის 33-ე ტურში „ვალენსია“ სტუმრად 0:2 დამარცხდა „ვილიარეალთან“.

„ღამურების“ მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა სეზონის უმნიშვნელოვანესი მატჩის, თასის ფინალის წინ რიგ წამყვან ფეხბურთელებს მისცა დასვენების საშუალება და ესპანური მედიის მტკიცებით, მეკარე გიორგი მამარდაშვილიც ამიტომ არ იყო განაცხადში.

ამ შეხვედრაში ქართველი იასპერ სილესენმა შეცვალა.

„ვალენსია“ 42 ქულით მე-10 ადგილზეა და 30 აპრილს, 34-ე ტურში, „ლევანტეს“ უმასპინძლებს, ხოლო იქამდე, 24 აპრილს, სევილიაში თასის ფინალში „ბეტისს“ დაუპირისპირდება.

ვილიარეალი. „სერამიკა“. 13 570 მაყურებელი
ვილიარეალი - ვალენსია 2:0
გოლები: 1:0 დანჯუმა (10, პენ), 2:0 დანჯუმა (17)

მკითხველის კომენტარები / 3 /
მეორე ბურთის აღება შეიძლებოდა, სილესენმა ჭამა
....
10:56 20-04-2022
0
ვფიქრობ მამარდა დაასვენეს, თუ ასე არ იყო, სულ ერთია თასის ფინალში მაინც ის უნდა დააყენონ, რადგან სილესენმა გაუშვა და გუნდმა წააგო. სილესენის დაყენება მწვრთნელის ერთმაგვარი ეშმაკობა იყო, რადგან მამარდას აგრძნობინა, აქაოდა მაგრად დადექი თუ არა სათადარიგო სკამამდე არც ისე შორსააო. ახლა მამარდას დააყენებს და ისიც თავს მოიკლავს იმის დასამტკიცებლად, რომ პირველი მეკარეა.
ჟორა
16:47 20-04-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული