ბორდალასმა მამარდაშვილის უთამაშებლობის მიზეზი განმარტა - "შაბათს ვნახავთ, ვინ ითამაშებს"

AutoSharing Option
"ვილიარეალთან" წაგებულ (0:2) შეხვედრაში "ვალენსიას" კარს იაპერ სილესენი იცავდა და არა გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ბოლო დროს მშვენიერ ფორმაშია. მატჩის შემდეგ "ღამურების" მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ამის შესახებ განმარტება გააკეთა:

"ადრეც ვთქვი, სამივე მეკარე კარგად ვარჯიშობს. დღეს არჩევანი სილესენზე შევაჩერე. ეს იყო თამაში, რომელშიც გადავწყვიტე, რომ იასპერი უნდა ყოფილიყო, დანარჩენს კი შაბათს ვნახავთ, ვინ ითამაშებს...

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მამარდაშვილმა არ ითამაშა, ის იყო, რომ მოგეხსენებათ, მეორე გუნდიდან მხოლოდ 3 ფეხბურთელის თამაშია დასაშვები. ცენტრალური მცველების დასვენება მოგვიწია, რადგან ტრავმების რისკზე ვერ
წავიდოდით. მაგალითად, გაბრიელ პაულისტა ჯერ 100%-ით მზად არ არის და ვიმედოვნებთ, რომ ფინალისთვის სრულად მომჯობინდება. ვეცადეთ, რომ თავი დაგვეზღვია. ამიტომაც ითამაშეს რუბენ ირანცომ, კრისტიან მოსკერამ და ხესუს ვასკესმა".

"ვალენსია" ესპანეთის თასის ფინალში 23 აპრილს "ბეტისს" დაუპირისპირდება.

altმამარდაშვილი დაასვენეს, "ვალენსია" დამარცხდა - ვინ ითამაშებს ფინალში?



მკითხველის კომენტარები / 6 /
ბორდალასი რატოა ნაბი**არი კაცი? საქართველოს ჩემპიონატიდან პატარა ბავშვი წაიყვანა, მესამე გუნდისთვის და ძირითადში ათამაშებს, გრანდების წინააღმდეგ ძირითადში დააყენა და რაღაც მომენტში რო არ ათამაშოს , ესეიგი ცუდი კაციაა? ლოგიკა სადაა ვერ ვხვდები.
Vasili
11:24 20-04-2022
2
სწორედ მოიქცა, ძირითადი მცველები დაასვენა და მეორე გუნდიდან ათამაშა ბიჭები, არსებული ლიმიტის გამო არ შეეძლო გიორგი ეთამაშებინა და შესაბამისად ისიც დაასვენა.
ჩემპიონატზე ბევრად მნიშვნელოვანი თასის ფინალშია და ძალიან სწორად და პრაგმატულად მოიქცა.
არა აბა თქვენ ასწავლეთ როგორმე რა სჯობია და რა დროს მისი გუნდისთვის! ))
ბს
14:24 20-04-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული