აღნიშნული გამოცემის ვარაუდია, რომ "ღამურათა" კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.
ბორდალასმა ლა ლიგის გასულ ტურში გიორგი განაცხადში არ შეიყვანა და ის დაასვენა. eldesmarque.com-ის თქმით, ჩემპიონატის საწყის ტურებში სათამაშო დროს სამივე მეკარე იღებდა, თუმცა შემდეგ ყველას მამარდაშვილმა აჯობა და ახლა ის ძირითადი კიპერია.
თანაც, გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ "ღამურები" მაშინ უფრო ცოტა გოლს უშვებს, როდესაც კარში მამარდაშვილი დგას და
ჩვენებური თამაშში საშუალოდ 1 ბურთს უშვებს, როდესაც ნიდერლანდელის მაჩვენებელი 1,8-ს შეადგენს.
eldesmarque.com-ი აღნიშნავს, რომ მიუხედავად "ვილიარეალთან" ჩატარებული საკმაოდ კარგი მატჩისა, "ვალენსიას" კარს "ბეტისთან" ფინალში მამარდაშვილი დაიცავს და არა სილესენი.