თასის ფინალში "ვალენსიას" კარს მამარდაშვილი დაიცავს - ესპანური გამოცემა ამის მიზეზსაც ასახელებს

AutoSharing Option
eldesmarque.com-ი სტატიას აქვეყნებს და იმის შესახებ წერს, თუ ვინ იქნება 23 აპრილს ესპანეთის თასის ფინალში "ვალენსიას" ძირითადი მეკარე. 

აღნიშნული გამოცემის ვარაუდია, რომ "ღამურათა" კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. 

ბორდალასმა ლა ლიგის გასულ ტურში გიორგი განაცხადში არ შეიყვანა და ის დაასვენა. eldesmarque.com-ის თქმით, ჩემპიონატის საწყის ტურებში სათამაშო დროს სამივე მეკარე იღებდა, თუმცა შემდეგ ყველას მამარდაშვილმა აჯობა და ახლა ის ძირითადი კიპერია. 

თანაც, გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ "ღამურები" მაშინ უფრო ცოტა გოლს უშვებს, როდესაც კარში მამარდაშვილი დგას და
არა სილესენი.

ჩვენებური თამაშში საშუალოდ 1 ბურთს უშვებს, როდესაც ნიდერლანდელის მაჩვენებელი 1,8-ს შეადგენს. 

eldesmarque.com-ი აღნიშნავს, რომ მიუხედავად "ვილიარეალთან" ჩატარებული საკმაოდ კარგი მატჩისა, "ვალენსიას" კარს "ბეტისთან" ფინალში მამარდაშვილი დაიცავს და არა სილესენი.
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები გიორგი მამარდაშვილს!!!
tngh
15:34 21-04-2022
0
მე სულ არ მინდა გიორგის ფინალში თამაში, რიგით თამაშში, რომ შეცდომა დაუშვა ეგ არაფერია, მარა ფინალში შეცდომამ შეიძლება კარიერა დაგინგრიოს, კარიუსი გაიხსენეთ, ჯერ დაღვინდეს გიორგი და არაერთ ფინალი ექნება წინ დარწმუნებული ვარ.
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული