არველაძის ხელმძღვანელობით "ჰალმა" მეექვსე გამარჯვება იზეიმა

AutoSharing Option
ინგლისის ჩემპიონშიფის 44-ე ტურში შოთა არველაძის "ჰალ სიტიმ" საკუთარ მოედანზე „რედინგს“ 3:0 სძლია.

დუბლი ლიუის-პოტერმა შეასრულა, რომელმაც მიმდინარე ჩემპიონატზე 11 გოლი გაიტანა.

„ჰალ სიტიმ“ ზედიზედ მეორე საშინაო გამარჯვება მოიპოვა, 50 ქულით მე-17 ადგილზეა და 30 აპრილს სტუმრად „ბრისტოლ სიტის“ დაუპირისპირდება.

შოთა არველაძის ხელმძღვანელობით, "ჰალ სიტიმ" 16 მატჩიდან 6 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 7 წააგო.

ჰალი. „MKM სტადიუმი“. 12 211 მაყურებელი

ჰალ სიტი - რედინგი 3:0
გოლები: 1:0 ლიუის-პოტერი (40), 2:0 ჯონსი (53), 3:0 ლიუის-პოტერი (90+4)

მკითხველის კომენტარები / 3 /
შოთი შენ თუ კაი კაცი ხარ, წამიყვანე შენთან ჰალ სიტიში !
დამწყები ქართველი პერსპეტიული ნიჭიერი ფეხბურთელი
16:20 25-04-2022
1
საღოლ შოთიიი...
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული