ინგლისის ჩემპიონშიფის 44-ე ტურში შოთა არველაძის "ჰალ სიტიმ" საკუთარ მოედანზე „რედინგს“ 3:0 სძლია.
დუბლი ლიუის-პოტერმა შეასრულა, რომელმაც მიმდინარე ჩემპიონატზე 11 გოლი გაიტანა.
„ჰალ სიტიმ“ ზედიზედ მეორე საშინაო გამარჯვება მოიპოვა, 50 ქულით მე-17 ადგილზეა და 30 აპრილს სტუმრად „ბრისტოლ სიტის“ დაუპირისპირდება.
შოთა არველაძის ხელმძღვანელობით, "ჰალ სიტიმ" 16 მატჩიდან 6 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 7 წააგო.
ჰალი. „MKM სტადიუმი“. 12 211 მაყურებელი
ჰალ სიტი - რედინგი 3:0
გოლები: 1:0 ლიუის-პოტერი (40), 2:0 ჯონსი (53), 3:0 ლიუის-პოტერი (90+4)