დრამა ფინალში - მამარდაშვილის ჩინებული თამაში და "ვალენსიას" მარცხი პენალტების სერიაში [VIDEO]

AutoSharing Option
ესპანეთის თასის ფინალში „ვალენსია“ „ბეტისთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა.

"ღამურების" მეკარე გიორგი მამარდაშვილმა შესანიშნავად ითამაშა, თავისი გუნდი რამდენიმეჯერ გადაარჩინა და საქმე თერთმეტმეტრიანების სერიამდე რომ მივიდა, მისი დიდი დამსახურებაა.

მატჩის მოვლენები ასე განვითარდა: მე-11 წუთზე „ბეტისი“ იგლესიასმა დააწინაურა, რომელმაც მამარდაშვილის კარი თავურით ახლო მანძილიდან დალაშქრა. 27-ე წუთზე სევილიელებს კიდევ ერთი მომენტი ჰქონდათ - დიახაბიმ მეკარეს უკან ცუდად დაუგორა ბურთი და ქართველმა იგლესიასს მეორე გოლის გატანა არ დაანება. 30-ე წუთზე კი სწრაფი კონტრშეტევისას დურო ბრავოსთან პირისპირ მორიბამ გაიყვანა და მან
ანგარიში გაათანაბრა. 43-ე წუთზე კანალესის დარტყმული ბურთი პაულისტას მოხვდა, „ღამურები“ ძელმა გადაარჩინა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმი „ვალენსიამ“ აქტიურად დაიწყო, შანსები დურომ და მორიბამ ვერ გამოიყენეს. შემდეგ ინიციტივას „ბეტისი“ დაეუფლა - გიორგიმ ხუანმის ორი მეტრიდან დარტყმული ბურთი ფეხით მოიგერია და თავისი გუნდი ასპროცენტიანი გოლისგან იხსნა. 78-ე წუთზე ხუანმის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. 83-ეზე ქართველმა ფეხით ფეკირის დარტყმული მოიგერია, ხოლო 90-ეზე იგლესიასს არ გაატანინა, 1:1 და დამატებითი დრო დაინიშნა.

დამატებით დროში ანგარიში არ შეიცვალა, პენალტების სერიაში კი "ბეტისმა" 5:4 იმარჯვა და მესამედ დაეუფლა თასს.

სევილია. „ოლიმპიკო“. 53 387 მაყურებელი
ბეტისი - სევილია 1:1 (პენ 5:4)
გოლები: 1:0 იგლესიასი (11), 1:1 დურო (30)

მკითხველის კომენტარები / 18 /
ქრისტე აღსდგა, გილოცავთ მთელ საქართველოს. წარმატებები გიორგის ძალიან ახლოს იყო ტიტულთან, ხო კარგად ითამაშა მაგრამ ერთი პენალტი რო მოეგერიებინა ნამდვილად მატჩის გმირი იქნებოდა.
ენთაზი
03:15 24-04-2022
2
ეჰ, მიუხედავად მამარდაშვილის კარგი თამაშისა ძალიან გულდასაწყვეტი მატჩი, არადა როგორ ვქომაგობდი.
ენთაზი
03:27 24-04-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული