ესპანეთის თასის ფინალში „ვალენსია“ „ბეტისთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა.
"ღამურების" მეკარე გიორგი მამარდაშვილმა შესანიშნავად ითამაშა, თავისი გუნდი რამდენიმეჯერ გადაარჩინა და საქმე თერთმეტმეტრიანების სერიამდე რომ მივიდა, მისი დიდი დამსახურებაა.
მეორე ტაიმი „ვალენსიამ“ აქტიურად დაიწყო, შანსები დურომ და მორიბამ ვერ გამოიყენეს. შემდეგ ინიციტივას „ბეტისი“ დაეუფლა - გიორგიმ ხუანმის ორი მეტრიდან დარტყმული ბურთი ფეხით მოიგერია და თავისი გუნდი ასპროცენტიანი გოლისგან იხსნა. 78-ე წუთზე ხუანმის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. 83-ეზე ქართველმა ფეხით ფეკირის დარტყმული მოიგერია, ხოლო 90-ეზე იგლესიასს არ გაატანინა, 1:1 და დამატებითი დრო დაინიშნა.
დამატებით დროში ანგარიში არ შეიცვალა, პენალტების სერიაში კი "ბეტისმა" 5:4 იმარჯვა და მესამედ დაეუფლა თასს.
ბეტისი - სევილია 1:1 (პენ 5:4)
გოლები: 1:0 იგლესიასი (11), 1:1 დურო (30)