დრამა ფინალში - მამარდაშვილის ჩინებული თამაში და "ვალენსიას" მარცხი პენალტების სერიაში [VIDEO]

AutoSharing Option
ესპანეთის თასის ფინალში „ვალენსია“ „ბეტისთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა.

"ღამურების" მეკარე გიორგი მამარდაშვილმა შესანიშნავად ითამაშა, თავისი გუნდი რამდენიმეჯერ გადაარჩინა და საქმე თერთმეტმეტრიანების სერიამდე რომ მივიდა, მისი დიდი დამსახურებაა.

მატჩის მოვლენები ასე განვითარდა: მე-11 წუთზე „ბეტისი“ იგლესიასმა დააწინაურა, რომელმაც მამარდაშვილის კარი თავურით ახლო მანძილიდან დალაშქრა. 27-ე წუთზე სევილიელებს კიდევ ერთი მომენტი ჰქონდათ - დიახაბიმ მეკარეს უკან ცუდად დაუგორა ბურთი და ქართველმა იგლესიასს მეორე გოლის გატანა არ დაანება. 30-ე წუთზე კი სწრაფი კონტრშეტევისას დურო ბრავოსთან პირისპირ მორიბამ გაიყვანა და მან
ანგარიში გაათანაბრა. 43-ე წუთზე კანალესის დარტყმული ბურთი პაულისტას მოხვდა, „ღამურები“ ძელმა გადაარჩინა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმი „ვალენსიამ“ აქტიურად დაიწყო, შანსები დურომ და მორიბამ ვერ გამოიყენეს. შემდეგ ინიციტივას „ბეტისი“ დაეუფლა - გიორგიმ ხუანმის ორი მეტრიდან დარტყმული ბურთი ფეხით მოიგერია და თავისი გუნდი ასპროცენტიანი გოლისგან იხსნა. 78-ე წუთზე ხუანმის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. 83-ეზე ქართველმა ფეხით ფეკირის დარტყმული მოიგერია, ხოლო 90-ეზე იგლესიასს არ გაატანინა, 1:1 და დამატებითი დრო დაინიშნა.

დამატებით დროში ანგარიში არ შეიცვალა, პენალტების სერიაში კი "ბეტისმა" 5:4 იმარჯვა და მესამედ დაეუფლა თასს.

სევილია. „ოლიმპიკო“. 53 387 მაყურებელი
ბეტისი - სევილია 1:1 (პენ 5:4)
გოლები: 1:0 იგლესიასი (11), 1:1 დურო (30)

მკითხველის კომენტარები / 18 /
კარგი იყო გიორგი, რაც მთავარია თამაშში იყო დიდებული და რამდენიმეჯერ იხნა გუნდი. პენალტი კი ამბობენ 99% გოლიაო და აქ მეკარეს ვერ გაამტყუნებ.
ჟორა გაბრიჭიძე
25 აპრილი 2022 16:50
0
პენლებზე აშკარად სამუშაო აქვს. ახალგაზრდა მეკარეა და მომავალი ნამდვილად აქვს. დამაჯერებლობა მომატებია. კაი ბიჭი უნდა დადგეს. ბევრი სამუშაო აქვს და კაი ლიგაშიც მოხვდა. ნაკრებს კაი ხანს მეკარის პრობლემა არ აქვს
ლევან მაღლაკელიძე
24 აპრილი 2022 21:29
1
უმაღლეს დონეზე ითამაშა გიორგიმ. ცოტა იღბალი და თასს აირებდა, თუმცა ყველაფერი წინა აქვს. დიდი მომავალი აქვს. წარმატებები გიორგის!!!
ბექა
24 აპრილი 2022 21:08
0
გიორგიმ მაღალ დონეზე თამაშის კარგი გამოცდილება მიიღო. მომავალში წინასწარ ნუ გადახტება და ხუთიდან ერთს მაინც მოიგერიებს ან უფრო მეტსაც.
ქ. გ.
24 აპრილი 2022 18:12
1
გავაკეთე კომენტარი და არ გამოაქვეყნეთ! რა არ მოგეწონათ!!!!
გიორგი
24 აპრილი 2022 17:25
1
კარგად ითამაშა მთელი თამაში. აი პენლების სერიაზე კი სულ სხვა კუთხეში იხტუნავა. არ შეიძლება ასე უაზროდ გადახტომა და არასდროს ამის მომხრე ვიყავი. სჯობს ერთ ადგილზე იდგეს მაშინ და იქნებ ბურთი მოხვდეს. სწრაფად რეაგირებს ახლოდან დარტყმულ ბურთებზე ამავე დროს და ბარემ დაელოდოს დარტყმას და წაიკითხოს დამრტყმელის მოძრაობით საით. ძალიან ცუდი ტენდენციაა ეს უაზროდ გადახტომა და ბევრი მეკარე სცოდავს. ერთი რომ აეღო ეგ იყო. არა და იმ დებილმა იუნის მუსამ სად დაახუილა, წააგებინა გუნდს.
simartle
24 აპრილი 2022 15:41
10
პენლებს თუ უყუყრე ყველა კუთხეებში წავიდა და ახლა რომ დაელოდოს და ისე გადახტეს მასეთი ბურთის აღება თითქმის წარმოუდგენელია.რასაც აკეთებდა სწორად აკეთებდა,თუმცა გამართლებაცაა ალბათ და ისინიც ცივსისხლიანად ასრულებდნენ დარტყმებს.
გეგი
24 აპრილი 2022 21:08
2
ქრისტე აღსდგა, ყველას გილოცავთ. დასანანი მარცხია დ მართლაც ერთი პენალი რომ აეღო გმირი იქნებოდა. და კიდევ ერთი, მამარდაშვილი გვარწმუნებს, რომ საქართველოს ნაკრებს ლორიას წასვლის შემდეგ მეკარის პრობლემა არ ექნება!
Irakli
24 აპრილი 2022 15:03
0
სამ გოლს გადაარჩინა გუნდი და თერთმეტმეტრიანებამდე მიიყვანა, საუკეთესო იყო თავის გუნდში, შემდეგ გამართლების საკითხი იყო, არაუშავს წინ დიდი წარმატებები ელის.
nika
24 აპრილი 2022 14:36
0
ერთის გარდა ვერცერთი პენალტის მიმართულება ვერ გამოიცნო! თუმცა ეს მის თამაშს ვერ აკნინებს!!!
გიორგი
24 აპრილი 2022 12:05
0
წვერი გაპარსული რომ ქონოდა ერთ პენალტს მაინც აიღებდა.იმედი ვიქონიოთ რომ მომავალში გაიპარსავს.
kote
24 აპრილი 2022 11:47
28
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული