კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო - ითამაშებს ამ სეზონში?

AutoSharing Option
ტრავმის მორჩენის შემდეგ "შტურმის" ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა თამაში დაიწყო, მაგრამ სამწუხაროდ, ისევ დაშავდა.

"რაპიდთან" ბუნდესლიგის 28-ე ტურის გასვლით მატჩში (1:1) კიტეიშვილი 58-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 4 წუთში შეცვალეს.

"კურიერი" იტყობინება, რომ კიტეიშვილს ძველი ტრავმის რეციდივი აქვს. თავად ოთარი იმედს გამოთქვამს, რომ ტრავმა სერიოზული არაა.

გრაცული გუნდი 31 ქულით მეორე ადგილზეა, უახლოეს მდევარ "რაპიდს" 8 ქულით უსწრებს, მაგრამ მწვრთნელი კრისტიან ილზნერი ამბობს, რომ 3 საკვანძო ფეხბურთელი - კიტეიშვილი, ჯონ სტანკოვიჩი და ანდერსონ ნიანგბო, ტრავმირებულია, შეიძლება ამ სეზონში ვეღარ ითამაშონ და დარჩენილი
4 შეხვედრა ფინალივით იქნება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
რა უბედურებაა ჯერ ყენიას მჭედლიძეს და ჩაკვეტაძეს დაუნგრია რონიკულმა ტრავმებმა კარიერა და ეხლა კიტესაც იგევე მოელის ?? @@
zura222
01:05 26-04-2022
0
გატანჯა კიტე ტრამვებმა არადა ნაკრებს როგორ ჭირდება ცენტრში ფუტკარივით მუშა და ტექნიკური ფეხბურთელი, ჩაკვე კიდევ როგორც სხვა სპორტულ საიტზე ეწერა ჰამბურგის აღარ უნდაო და მოედნის ცენტრში ფეხბურთელი რომელიც პასებს გაანაწილებს ნაკრებს არ ჰყავს არადა ფლანგებზე გამქცევები კი გვყავს.
zaza
21:53 25-04-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული