კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო - ითამაშებს ამ სეზონში?

AutoSharing Option
ტრავმის მორჩენის შემდეგ "შტურმის" ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა თამაში დაიწყო, მაგრამ სამწუხაროდ, ისევ დაშავდა.

"რაპიდთან" ბუნდესლიგის 28-ე ტურის გასვლით მატჩში (1:1) კიტეიშვილი 58-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 4 წუთში შეცვალეს.

"კურიერი" იტყობინება, რომ კიტეიშვილს ძველი ტრავმის რეციდივი აქვს. თავად ოთარი იმედს გამოთქვამს, რომ ტრავმა სერიოზული არაა.

გრაცული გუნდი 31 ქულით მეორე ადგილზეა, უახლოეს მდევარ "რაპიდს" 8 ქულით უსწრებს, მაგრამ მწვრთნელი კრისტიან ილზნერი ამბობს, რომ 3 საკვანძო ფეხბურთელი - კიტეიშვილი, ჯონ სტანკოვიჩი და ანდერსონ ნიანგბო, ტრავმირებულია, შეიძლება ამ სეზონში ვეღარ ითამაშონ და დარჩენილი
4 შეხვედრა ფინალივით იქნება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ამის თაMაში არც გვინახია
ელგუჯა
19:12 25-04-2022
16
მესხის თამაშს ვინც მოესწრო, წაქცეული გახსოვთ? მეტრეველს ხშირად ეუხეშებოდნენ, წაიკოტრიალებდა და ადგებოდა, რა ტრამვა, რაის თამაშის გამოტოვება. რატომ მესს, რონალდუს არა აქვთ ტრამვები? იმიტომ რომ სხვა ფიზიკაა, სულ ესაა. ანანიძეს, ჩაკვეტაძეს, კიტეიშვილს ეს ფიზიკა არა აქვთ, ამიტომ სამწუხაროდ მათ იმედად ყოფნა არ შეიძლება.
ამო
21:40 25-04-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული