მამარდაშვილი - "საჩუქარი", რომლის ფასიც 20 მილიონზე არ გაჩერდება და სხვა კლუბებიც მიიწვევენ

AutoSharing Option
"ვალენსიას", თავის ასაკში, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ჰყავს, რომელიც 20 მილიონი ევრო ღირს და ამ ფაქტს გვერდს ვერ ავუვლით. გიორგი მამარდაშვილი, უგო დუროსთან ერთად, "ღამურებისთვის" ამ სეზონში მნიშვნელოვანი სიახლეა. ბიჭი, რომელიც მეორე გუნდისთვის მოვიდა, სასტარტოს უალტერნატივო წევრი გახდა. 

გიორგის ყველაფერი აქვს, რომ იყოს მეკარე, რომელიც გუნდს ქულებს მოაპოვებინებს. ის მხოლოდ 800 000 ევრო ღირდა და დიდია შანსი, ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერიც კი გამოდგეს. "მამარდას" კონტრაქტში არის პუნქტი 20 მილიონი ევროს ოდენობით, თუმცა ყველაფერი ისე მიდის, შესაძლოა, ეს თანხა ცოტაც კი იყოს.

თუ კიდევ ერთი წელი დაველოდებით, მამარდაშვილი "აფეთქდება" და ევროპული ფეხბურთის კონტექსტში ეს სატრანსფერო თანხაც არაფერია. ახალგაზრდა მეკარე აღფრთოვანებულია, ეს უდავოა და ახლა მას სიამოვნებს ყველა თამაში, სადაც "ვალენსიას" მაისურით გამოდის, მაგრამ ეს გრძნობა სამუდამოდ არ შეიძლება გაგრძელდეს - დაინტერესება სხვა კლუბებისგანაც იქნება.

გვინდა ვიფიქროთ, რომ "ვალენსიას" აქვს სხვა იდეა, რომ ნამდვილად აწყობენ მომავლის პროექტს. ისინი გიორგი მამარდაშვილის მსგავსი დიდებული საჩუქრით დასაჩუქრდნენ - მეკარე ჯერ მხოლოდ 22 წლისაა...

მომზადებულია deportevalenciano-ს მიხედვით

altბორდალასი: მამარდაშვილი წარმოუდგენელია - მისი კონტრაქტის გამოსასყიდი ფასის გაზრდა?

altმამარდაშვილის მორიგი კარგი მატჩი - ქართველი საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
სპორტი სპორტი და სპორტი! რამდენი რამ შეუძლია სპორტს და სპორტში წარმატებას, თუნდაც ინდივიდუალურს. მამარდას გამო ვუყურებთ უმეტესობა ვალენსიას თამაშებს, მამარდას ყველა ნახტომზე ლამის მეც გადავხტე ხოლმე და როგორი ადრენალინი მოაქ ერთ კაცს? რაც მეტი მიაღწევს მსგავს წარმატებას, მით უფრო მეტად გავიღიმებთ ერი და მეტი ბედნიერი მომენტები გვექნება ჩვენც ცხოვრებაში, თორე სპორტის გარდა თუ რამე ჩანს ინტერნეტ ან ტელე სივრცეში ან ინდური სერიალია ან პოლიტიკოსების ჭიდაობა და ერთმანეთის აუტანლობა.
დავით
12:05 02-05-2022
1
…ეს არის ბედნიერება!!!
დათო
11:23 02-05-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული