ქეცბაიამ უიღბლობაზე დაიჩივლა - ფინალის ტოლფასი მატჩი კვიპროსში

AutoSharing Option
თემურ ქეცბაიას "ანორთოსისი" საკუთარ მოედანზე ჩემპიონობის მაძიებელ "აპოლონს" (1:1) დაუზავდა და ოქრიაშვილის (54-ე წუთიდან ითამაშა), ქვილითაიასა და დაუშვილის "აპოელს" გალიდერების კარგი შანსი მისცა, თუმცა მათ ეს ვერ გამოიყენეს - აეკ-ს (1:1) დაუზავდნენ.

შეხვედრის შემდეგ ქართველმა სპეციალისტმა კომენტარი გააკეთა:

"გოლი ბოლო წუთებზე გავუშვით. ეს არ არის ჩვენი საუკეთესო წელი, იღბალმა ზურგი გვაქცია. არადა, შეგვეძლო პირველები ვყოფილიყავით. თანაც, თასზე განცდილი მარცხით იმედგაცრუება დაგვეუფლა. ცოტა გამართლებაც რომ გვქონდეს, საქმე სხვაგვარად იქნებოდა. პრეტენზია არ მაქვს ჩვენს ფეხბურთელებთან, უბრალოდ ბედმა არ გაგვიღიმა".

გიორგი ლორიამ 90
წუთი ითამაშა, სტუმართა შორის კი რევაზ ინჯგიას 5 წუთი დაეთმო.

უკანასკნელ ტურში ფინალის ტოლფასი მატჩია - 52 ქულის მქონე "აპოლონი" "აპოელს" უმასპინძლებს. ნიქოზიელებს მხოლოდ გამარჯვება აძლევთ ხელთ, რათა ჩემპიონობა მოიპოვონ.

altქეცბაიას ინგლისის პრემიერლიგის კლუბს უკავშირებენ

altქეცბაია: პასუხისმგებლობა მე მეკისრება

მკითხველის კომენტარები / 2 /
დიდება უფალს ქეც წარმატებები ჯიგარ
pepe
09:25 03-05-2022
0
წარმატებები ქეც
kaka
15:48 02-05-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული