მამარდაშვილი - გამოუცდელობით, "მშრალი კარით" და ძალიან გაზრდილი სატრანსფერო ფასით

AutoSharing Option
გიორგი მამარდაშვილი ამჟამად ტოპ-ლიგების ყველაზე ახალგაზრდა მეკარეა მათ შორის, ვინც რეგულარულად თამაშობს. 21 წლის ქართველმა "ვალენსიაში" თავი დაიმკვიდრა არა მხოლოდ როგორც მომავლის, არამედ აწმყოს ერთ-ერთმა მთავარმა მოთამაშემ. ლიგაში ნაადრევი რეკორდები ჰქონდათ: ლუის მაქსიმიანოს "გრანადადან" (22 წლის), ლუკა ზიდანს "რაიოდან" (23), უნაი სიმონს "ატლეტიკიდან" და დანი კარდენასს "ლევანტედან" (ორივე 24 წლის).

მამარდაშვილმა 20 მატჩში იასპარეზა და ყველგან 90 წუთს თამაშობდა. მან "ლა ლიგაში"  8 "მშრალი კარი" დააგროვა. ამავდროულად, თასზე ნახევარფინალსა და ფინალში ითამაშა. საერთო ჯამში, გიორგის 19 გოლი აქვს გაშვებული. ამიტომ
მატჩში საშუალოდ 0,95 მიღებული ესპანურ კლასიფიკაციაში მე-7 ადგილზე ამყოფებს ("სევილიელი" ბონო ლიდერობს საშუალოდ 0,8-ით).

სტატისტიკის მიღმა, "მამარდას" თამაში გულშემატკივართა მოწონებას იმსახურებს, რომლებიც აღფრთოვანებულნი არიან და სურთ, რომ გუნდში მრავალი წელი დარჩეს. ქართველი კიპერის წყალობით ვალენსიელებმა ქულები მოიპოვეს და თამაშები მოიგეს.

მიუხედავად ამისა, ყოველ თამაშში გიორგის აქვს შეცდომები, რომლებიც ნერვიულობაზე ან ნაკლებთავდაჯერებულობაზე მიუთითებს. ეს დამახასიათებელია ახალგაზრდა ასაკისა და ელიტაში გამოუცდელობისთვის. უკანასკნელ უქმეებზე, "ატლეტიკის" წინააღმდეგ, მას ორი სახიფათო ქმედება ჰქონდა, როდესაც ბურთი ხელიდან გაუვარდა, რამაც მარსელინოს გუნდისთვის სახიფათო შანსები გამოიწვია.

ქართველი კიპერის საბაზრო ღირებულება, Transfermarkt-ის მიხედვით, უკვე აღწევს ხუთ მილიონ ევროს - ზრდა 488,24%-ითაა და მენეჯმენტი უკვე ფიქრობს განიხილოს მისი კონტრაქტის არცთუ ისე შორეულ მომავალში განახლების პერსპექტივა, რათა გაზარდოს ხელშეკრულების შეწყვეტის პუნქტი, რომელიც 20 მილიონი ევროთია განსაზღვრული.

მომზადებულია lasprovincias-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
ამ თამაშში,გიორგის ორივე შეცდომა მსგავსი იყო და მიწიდან ასხლეტილი ბურთის ტრაექტორიის, არასწორი განსაზღვრით იყო გამოწვეული.ერთ მომენტში,გამოსვლაზე ,ბურთის დაუფლება შეეძლო,მაგრამ აღარ გარისკა და მუშტით მოიგერია.ალბათ სულ ეს იყო,რაზეც შეიძლება შარი მოვდოთ.აქედან მნიშვნელოვანი,ასხლეტილი ბურთების ვერ მიღება იყო და ამ ზაფხულს,დარწმუნებული ვარ,ამ პრობლემას აღმოფხვრის.გამოსვლებზე ისედაც ძალიან დიდი პროგრესი აქვს და თუ ფეხით თამაშში,ბურთის შორს გამოტანისას,სიზუსტეს ცოტა კიდევ გააუმჯობესებს,მთლად იდეალური იქნება.აქედან შეუძლებელი არაფერია.მთავარია ვალენსიამ ერთი კარგი მცველი,ერთი შემქმნელი ნახევარმცველი შეიძინოს და გუნდის ბირთვი შეინარჩუნოს.დარწმუნებული ვარ,ვალენსია სულ სხვა გუნდად მოგვევლინება.დღეს დღეობით ვალენსიას თამაშს,მხოლოდ გიოს ხათრით ვუყურებ.საზიზღარი გუნდია.
სოსო
15:19 09-05-2022
4
უკვე თამაშზე მყოფ ქარათველებს ზურგს აქცევს არადა მისგან არავინ არაფერს არ ითხოვს მხოლოდ მისალმების მეტს..
emigranti
22:06 09-05-2022
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული