ლა ლიგის 36-ე ტურში „ვალენსია“ „ბეტისს“ უმასპინძლებს. „ღამურების“ კარს ისევ გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.
მამარდაშვილი ამ სეზონში კლუბში ყველა ტურნირზე 21-ე შეხვედრას ჩაატარებს.
შეგახსენებთ, „ვალენსია“ თასის ფინალში სევილიურ გუნდთან პენალტების სერიაში დამარცხდა და დღეს რევანშის აღებას შეეცდება.
მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.