საერთო შრომით, "მამარდა" დიდი ფეხბურთელი გავხადეთ - ბორდალასი

AutoSharing Option
დღეს, 10 მაისს, ესპანეთის ჩემპიონატის 36-ე ტურში, სატურნირო მოტივაციის გარეშე დარჩენილი "ვალენსია" "ბეტისს" უმასპინძლებს. გიორგი მამარდაშვილსა და მის თანაგუნდელებს რამდენიმე დღის წინ, თასის ფინალში მარცხისთვის რევანში შეუძლიათ.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ღამურების" მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ქართველი კიპერის შესახებაც ისაუბრა:

"მამარდაშვილის თამაში კმაყოფილებით მავსებს. ფეხბურთელების პოტენციალის შეფასება სწორად შემიძლია. როდესაც გიორგი მეორე გუნდში სათამაშოდ ჩამოიყვანეს, მე ამას ვეწინააღმდეგებოდი, რადგან მასში პოტენციალი დავინახე. საერთო შრომით, ჩვენ შევძელით და ის დიდი ფეხბურთელი გავხადეთ. მამარდაშვილი არის მეკარე, რომელიც კარგად მუშაობს, მაგრამ უნდა გააუმჯობესოს თამაშის გარკვეული
ასპექტები, მაგალითად, ფეხით თამაში და იყოს უფრო მშვიდი გადაწყვეტილებების მიღებისას. ის ძალიან გვეხმარება და კარგ თამაშებს ატარებს".

რაც შეეხება დღევანდელ დაპირისპირებას, ის თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

altმამარდაშვილი - გამოუცდელობით, "მშრალი კარით" და ძალიან გაზრდილი სატრანსფერო ფასით

altGrande. მამარდაშვილის ოსტატობა ისეთივე მაღალია, როგორც ყაზბეგის მწვერვალი! - ესპანური მედია

მკითხველის კომენტარები / 5 /
ევროპაში თყუილად არავის არავინ მიჰყავს. ისე ი ხედავენ პოტენციალს, მაგრამ პოტენციალს საჭირდება დიდი შრომით გამოყენება, ეს ხალხი რისკავს და არასტაბილური ქვეყნიდან მიჰყავთ ფეხბურთელები და მაპატიეთ მაგრამ ბევრი მათგანი დიდ შრომაზე მწყრალად არის. ამ დროს თუ სადმე მოხვდი ადგილობრივ ფეხბურთელებზე ათმაგად მეტს უნდა მუშაობდე. და მამრდა ყოჩაღ და იმედია გახდება ის ფეხბურთელი რომელიც ზოგიერთ ზარმაცს და ნიჭიერს მოტივაციას მისცემს. მას დიდი კარიერა აქვს წინ და სეზონის შემდგომ უკვე ფასი $20 მილიონი ედება და მეტიც, მათი გათვლებით შეიძლება ცოტა ხანში მისი აქციები კიდევ უფრო სასწრაფოდ გაიზარდოს. ვუსურვოთ ჯანმრთელი გრძელი წარმატებული კარიერა. სასწაული რეაქცია აქვს ხაზზე და ეს რეაქცია თუ პენლების დროსაც გამოიყენა მის ფასი გაორმაგდება.
simartle
16:57 10-05-2022
0
თავისი ნიჭით და შრომით მიაღწია ამას, მიბაძოს მას ზოგიერთმა ნიჭიერმა ქართველმა ფეხბურტელმა რომელებიც თავის თავის გარდა ყველას ადანაშაულებენ თუ არ ეწყობა მათი საფეხბურტო კარიერა
ალეკო
15:23 10-05-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული