სად ითამაშებს ჩაკვეტაძე და იქნება თუ არა ნაკრებში?!

AutoSharing Option
15 მაისს გიორგი ჩაკვეტაძის მუდმივ და დროებით კლუბებს უმნიშვნელოვანესი შეხვედრები ჰქონდათ, ქართველი ნახევარმცველის მომავალზე კი ჯერ კიდევ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს.

გიორგის ახლანდელ კლუბ "ჰამბურგს" ბუნდესლიგაში გადასასვლელ ორმატჩიან პლეი-ოფში ბერლინის "ჰერტასთან" ჭიდილში მოუწევს, რომელიც "შტუტგარტის" მცირე სასწაულის შემდეგ, საპლეიოფო ზონაში მოხვდა.

უკვე ვიცით, რომ "ჩაკვე" ბელგიურ "გენტს" დაუბრუნდება, რომელმაც კონფერენს ლიგაზე თამაში გაინაღდა.

ახლა არ ვიცით, რამდენად დარჩება გიორგი ბელგიაში და ზაფხულში რა ვარიანტებს განიხილავს. ამასობაში, სანაკრებო შეხვედრები მოახლოვდა. ვილი სანიოლმა "ერთა ლიგისთვის" შემადგენლობა მალე უნდა დაასახელოს. ჩაკვეტაძეს გუნდში მცირე
სათამაშო დრო ეძლევა, თუმცა "ჯვაროსნების" წარმოდგენა მის გარეშე მაინც გვიჭირს.

altშანსი ვერ გამოიყენა - ჩაკვეტაძეს "ჰამბურგი" არ დაიტოვებს

altეს ჩაკვეტაძის მაქსიმუმია? - თემა, რომელიც მუდამ აქტუალურია

altსანიოლი ჩაკვეტაძის შეხვედრას დაესწრო [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 40 /
ნუ ქმნით ყველაფერში პანიკას. ძალიან ახალგაზრდაა ჯერ. თუ საკმარისად არ იშრომებს არაფერი გამოუვა და ამას თავადაც დაინახავს. ძალიან გთხოვთ ნუ უკონტროლებთ ღამის კლუბში შევიდა თუ სიგარეტი მოწია ვინმემ. გუშინ ერლინგ ჰალანდმა დაიმხო ღამის კლუბი თავზე მაგრამ ეს მის ფეხბურთელებას ხელს არ უშლის. 22 წლის ბიჭი რატომ არ უნდა გაერთოს, ეს რა მიდგომებია, თქვენ გგონიათ კლუბში თუ არ შევა უკეთესი ფეხბურთელი იქნება? მთავარი ფიზ მომზადება და მენტალობაა, ასევე კარგი პირობები და ბევრი შრომა. როგორც ცივილურ ქვეყნებსი!!
რაღაც გენებში გვაქვს მგონი სხვისი პირადი ცხოვრების გარჩევა და ამას ვითომ ფეხბურთის სიყვარულით ვამართლებთ.
ჰანალდის ვიდეო რომ ვნახე ვფიქრობდი, ასე რომ რომელიმე ქართველი ფეხბურთელი ენახათ ალბათ ჯვარზე გააკრავდნენ კლავიატურის ლომებითქო:))
Skeleton
16 მაისი 2022 12:41
2
არ არის გამართლებული პრაკტიკაში სახელის და ნიჭის გამო ნაკრებში ფეხბურთელი გამოიძახო.. ეს კარგად ესმის სანიოლს და მოხარული ვარ იმით რომ პრაგმატულად მსჯელობს..
რახან ჩაკვეტაძეა და რამდენიმე წლის წინ გაიბრწყინა ნაკრებში მაგიტო არ უნდა გამოიძახონ!!
რა დააშავა იმ ფეხბურთელებმა ვინც თავდაუზოგავად შრომობს და ვითარდება, აი თუნდაც ალთუნაშვილი რომელიც სტაბილურია ტრამვის შემდეგ და კარგ ფეხბურთს გვთავაზობს ან ფლამარიონი რომელსაც მალე შეეძლება ნაკრებში თამაში..
პირადად ჩემთვის გაუგებარია რატო უნდა გინდოდეს ჩაკვეტაძე ასეთ კონდიციებში მყოფი ნაკრებში იხილო?
პირადად ჩემი აზრია ჩაკვესთან დაკავშირებით რომ, ხანდროს საჭიროა ნაბიჯი უკან იმისთვის რომ წინ სვლა გააგრძელო ეს კარგად დავინახეთ კვარას და დავითაშვილის ე-ლიგაში დაბრუნების შემდეგ, არავინ დააყენებს სასტავში არცერთი კლუბი შემტევს რომელსაც ტრამვის და მცველების ეშინია... თუ შიში გაქვს და ამ დროს ინტელექტის და ნიჭის პატრონი ხარ ჭადრაკიც სპორტია...ასე რომ წარმატებები ნაკრებს დიდი მოლოდინები გვაქვს, მჯჯერა რომ ჩვენი ბიჭები სულს გულს ჩადებენ თამაშებში!!!
შავი კაცი
16 მაისი 2022 11:55
0
რაც ჩაკვეს თავს ხდება და ადრე ზოგიერთი ქართველი ფეხბურთელის და სპორტსმენისაც ეს არის "ქართული მენტალიტეტის" ბრალი ! მაგალითად ბექა ღვინიაშვილი ავიღოთ-- უნიჭიერესი ბიჭი იყო 18 წლისა იაპონიის ტურნირზე რომ გამოვიდა იაპონელებმა(!) ძიუდოს ახალი გენია შეარქვეს და ძალიან ბევრი ამბობდა რომ უდიდეს წარმატებებს მიაღწევდა და რინერსაც გადაუჯოკრავდა ! მაგრამ სადაა ეხლა ? ნაკრებშიც ვეღარ ხვდება @ ჩემი თვალით ვნახე 3 წლის წინ თბილისობაზე სპორტის სასახლესთან ღია კარვებში სუფრები რომ ქონდათ გაშლილი ერთერთ სუფრაზე ჭიქით ხელში სადღეგრძელოს ამბობდა და ისე იყო აჭარხალებული ეტყობოდა 8-9-10 ჭიქა ქონდა უკვე წაქცეული @ ეს რაც მე ვნახე და ალბათ სხვაგანაც არ იკლებდა ! ჩვენ სპორტსმენებს გონიათ რომ სპორტი და ფეხბურთი გამდიდრების და სიამოვნების წყაროა ! გამდიდრების კი ბატონო მაგრამ გულავი და ქეიფი და სხვა სიამოვნებები უკვე კარიერის დამთავრების მერე ! თუმცა არვ მერეც არ შეიძლება ზედმეტები ! ვიცით რა ადრე დაიღუპნენ ყიფიანი შენგელია მიშა მესხი უმცროსი და სხვები (( ან კრუიფმა ბოლო წლებსი კი თქვა უარი სიგარეტზე და აქტიური მოწინააღტმდეგეც გახდა მაგრამ ახალგაზრდობაში დღეში 2 კოლოფის მოწევამ მაინც თავისი გაიტანა ! ვარჯიშებს და ფიზიკურ დატვირთვებს მიჩვეული ორგანიზმი განსაკუთრებით ვერ იტანს სიგარეტს (სხცა რამეების მოწევაზე არაფერს ვამბობ) და ზღვარგადასულ ქეიფს !
zura222
16 მაისი 2022 09:40
2
ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს დიდი ფული თუ დაანახე რეზულტატი 0
ელგუჯა
16 მაისი 2022 09:26
0
ისე გენტიც მშვენიერი ტრამპლინი იყო თავის დროზე. მარტო ტრავმაში არაა საქმე, იბრამ უსერიოზულესი ტრავმის მერე აგერ 40 წლამდე გაქაჩა მილანში, მთავარია მობდომება, რაც ჩვენებს არ აქვთ! მჭედლიძესაც მეორე იბრას ეძახდნენ იტალიაში და რა?! 1 გოლი გაუტანა ბუფონს და მორჩა იქ მაგის ფეხბურთი და ასეთი ძაააან ბევრია. ძალიან მინიმალურით კმაყოფილდებიან, ან დამრიგებელი არ ყავთ გვერდში წესიერი ან არ ვიცი რა.
ირაკლი
16 მაისი 2022 08:43
0
ჩაკვერაძე არაა სპორტსმენი , ბურთ რო აგორებ კარგად ეგ სპორტსმენობას არ ნიშნავს.უნდა გახდეს სპორტსმენი ერთი სამი წელი კიდე სჭირდება
გიორგი
16 მაისი 2022 02:41
1
გასკდა გული, ღმერთმა ამხელა ნიჭი და შესაძლებლობები მოგცეს კაცს და გაანიავო არ გამოიყენო იქნება???? გეკითხებით?? ეს ნორმალურია??? უკვე მერამდენე ჩამოთვლაც არ ღირს ათეულობით ნიჭია ასე გაფლანგული. ამასწინათ ტორპედოს თამაშს ვუყურე და პაპუნაშილი და არაბიძე როგორ დეგრადირდნენ თვალს და ხელს შუა, რა გჭირთ ბიჭებო ასეთი უჯიგრო, უპრინციპო და უთავმოყვარეო რამ გაგაჩინათ, სად გაიზარდეთ ასეთი არასერიოზულები. საქმე რაშია იცით ღმერთმა ქნას ვცდებოდე კვარაცხელიას თამაშს ვუყურებ ინტენსიურად ეგეც ცარიელი ნიჭია დარჩენილი, არანაირი პროგრესი, განვითარება, წვერ გაუპარსავი, თვალებ ამოშვაებული მოკრუნცხული დარბის, მისი ტოლა ბიჭები უკვე ლომებივით არიან ეს კიდე მისი ფინტების იმედადაა იმის იქითვ არაფერი არ აქვს მომატებული. ბოლო 30 წელია ვუყურებ ამ ფეხბურთს, ნამდვილად არ მივეკუთვნები ბოღმიანი და მოსეირე ვაი გულშემატკივრის კატეგორიას, სულ ასეთი ამბები ვითარდება, ასე იკარგება ნიჭიწერი ადამიანები, ვინმეს არ გაუკეთებია ანალიზი რა ხდება, რატომ? გასკდა გული. დავჯდეთ ერი დავფიქრდეთ და გავაკეთოთ ანალიზი, დავდოთ დასკვნა და თუ მეტი არ შეგვიძლია იყოს საქართველოში სპორტის ეს სახეობა სამოყვარულო დონეზე, თან ითამაშონ, ხელფასებს აღარ გადავუხდით ბევრს, მუნიციპალიტეტების და ფეხბურთის ფონდის ფული სხვა რაღაცას მოვახმაროთ. ასეთი არასერიოზული ადამიანები როგორიც ეგ ბიჭები არიან არვიცი სხვაგან არ მეგულება არცერთ დარგში. წარმოიდგინეთ მთელი ერი იმაზე ვნერვიულობთ ხვალ რა ვაჭამოთ შვილებს, რომლებიც სახლში რომ მივალთ ხელებში შეგვყურებენ, ამათ კიდევ ცხოვრებამ შანსი მისცა და სე ანიავებენ. რავიცი, რა ვთქვა რით გაგახაროთ, და ბოლოს შეგარცხვინეთ ყველა ვინც დიდი ტალანტს და ნიჭს სათანადოდ ვერ იყენებთ და ფლანგავთ!
ფეხბურთის ქომაგი
16 მაისი 2022 01:47
4
კვარაცხელიასთან რა გინდათ? რაც საქართველოში გადმოვიდა ათმაგად საინტერესო გახადა ჩემპიონატი, სულ ახალი გადმოსულია და უკვე ოთხი გოლი გაიტანა, მის გამო ხალხი სტადიონებზე დავდივართ და სიცოცხლე შემატა ქართულ მკვდარ ფეხბურთს. იტალიური პრესა ყოველ დღე მასზე წერს და მეტი რა უნდა ქნას თავი რომ მოგაწონოთ? უკაცრავად მაგრამ წვერი ექნება გაზრდილი თუ თმა, ეგ არავის საქმე არ არის, მისი გარეგნობა არავის ეხება. ზუსტად ამიტომ ვართ ჩამორჩენილი ერი, სხვისი თმის სიგრძეზე ყურადღების გამახვილებას რომ ვერ გავცდით ვერასოდეს!!
გასაგებია რომ საკვები უჭირს ამ ქვეყანაში ხალხს და სწორედ ამიტომ არის, ასე რომ დაწვრილმანდა ერი, სხვის ჩაცმულობას დ ვარცხნილობას დასდევენ. გულშემატკივრობა ვისწავლოთ ჯერ!!
ესპანეთის და შვედეთის დონის ნაკრებებს თანასწორად ეთამაშა და მათთან არცერთ ასპექტში არ დაჩაგრულა 20 წლის ბიჭი. პანდემია, ომი და ყველა უბედურება მის კარიერას დაემთხვა, პლიუს აქედან არ აკლებდა ჭორიკანა ერი ლანძღვა-გინებას.
ან ნიჭით რა აქვს ამათი დასაწუნი, ან შრომიამოყვარეობით და ან მონდომებით?
ქართველებისნაირი არაადეკვატური გულშემატკივარი არ მინახავს არსად.
არ მესმის შენი ქვეყნის ტალანტის, ახალგაზრდა ბიჭის მიმართ ეგეთი სიძულვილი როგორ უნდა გქონდეს ან ისე როგორ უნდა დაწვრილმანდე, რომ მის გატანილ გოლებს და ლამაზ თამაშს ვერ ამჩნევდე და რამხელა თმა და წვერი აქვს იმაზე ამახვილებდე ყურადღებას.
ჯერ მარტო რამდენი პატარა ბავშვი გაახარა ამ დღეებში, სულ რაღაც ერთ თვეში აღარ იქნება საქართველოში და იქნებ მერე მაინც დამშვიდდეს აქ ხალხი...
Winter
16 მაისი 2022 02:26
2
ჩემი სუბიექტური აზრით დღეს ჩაკვეტაძე ვეღარ "ქაჩავს" ევროპას ძალიან დიდი დრო გაუცდა ტრამვის პერიოდში და ფორმაში რომ ჩადგეს სჭირდება დრო და ევრპაში ჰამბურგის და გენტის ნაირ გუნდებში არავინ დაგაცლის 4-5 თვე ჯობია ახლა გადავიდეს დაბალი დონის გუნდში შედარებით დაბალი დონის ლიგაში და იქ დაიწყოს თამაში ნელ ნელა ჩადგეს ფორმაში და შემდეგ დაბრუნდეს ევროპაში ვიდრე ახლა ამ სეზონის შემდეგ წავიდეს ისევ გენტში და მთელი სეზონი გაატაროს სკამზე. წავიდეს კვიპროსში პოლონეთში ჩეხეთში ან თუნდაც საქართველოში და 1-2 სეზონი ითამაშოს დაიწყოს თავიდან ყველაფერი.
ზაზა
16 მაისი 2022 01:28
0
მე მართლა ვერ ვხდები ამ მიდგომა ჩაკვეტაძე ამ ფორმაში და ამ მდგომარებოში არაა ნაკრებში გამოსაძახებელი ნაკრებში უნდა ითამაშონ იმათ ვინც იმ მომენტისთვის არის საუკეთესო ფორმაში არ არის ფორმაში არც ფიზიკურად და არც სათამაშო პრაქტიკა აქვს და როცა დაიწყებს თამაშს შევა ფორმაში და დამტკიცებს მერე გამოიძახებენ.
გელა
16 მაისი 2022 01:22
0
100 დან 99% ქართველი ფეხბურთელების განსაკუთრებით კობიაშვილი კალაძის თაობის შემდეგ ვინც კი წავიდნენ საზღვარგარეთ სათამაშოთ და განსაკუთრებით ევროპაში როგორც კი გააფრომებდნენ კოტრაქტს იქ მთავრდებოდა მაგათი ფეხბურთი სახლი მანქანა კარგი ხელფასი (რომელიც კოლოსალურად უფრო მაღალია ვიდრე აქ უხდიან) და მორჩა ამით კმაყოფილდებოდნენ ვარჯიში მე 2 ხარისხოვანი ხდებოდა და გადადიოდნენ გულაობაზე რამდენი ვიცით რომ არ ხმაუდება ამბები ღამის კლუბებში რესტორნებში ბარებში და კაზინოებში მოგულავე ქართველ ფეხბურთელებზე და ეს ტენდეცია დღესაც გრძელდება.
ზაზა
16 მაისი 2022 01:19
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული