ლოჩოშვილის ლამაზი გოლი, ტრავმა და კიტეიშვილის დაბრუნება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ავსტრიის ბუნდესლიგის 31-ე ტურში "ვოლფსბერგერმა" გასვლაზე "შტურმი" 4:1 დაამარცხა.

გრაცულ გუნდს მეორე ადგილი გარანტირებული აქვს, ჩემპიონ "ზალცბურგს" 11 ქულით ჩამორჩება და ამ მატჩს მისთვის არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა. "ვოლფსბერგერი" კი კონფერენს ლიგის საგზურისთვის იბრძვის და დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა.

სტუმრები მე-8 წუთზე ლუკა ლოჩოშვილმა დააწინაურა, რომელმაც 65-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შეცვალეს. მან ამ სეზონში ჩემპიონატის 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა და პირველი გოლი გაიტანა. ტრავმამორჩენილი "შტურმის" ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი 71-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

"ვოლფსბერგერი" 22 ქულით მე-5 ადგილზეა, უახლოეს მდევარ
კლაგენფურტის "აუსტრიას" 2 ქულით უსწრებს და 21 მაისს ბოლო ტურში "რაპიდს" უმასპინძლებს. მე-5 პოზიციის დაკავების შემთხვევაში ლოჩოშვილის გუნდი კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ლუკას საკმაოდ სისწრაფე და კარგი დარტყმა აქ, მაღალიცაა, ცენტრფორვარდად რომ გააგრძელოს კარიერა არიქნება ურიგო :)
semi
13:27 16-05-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული