მატჩის შემდეგ ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა:
"საინტერესო შეხვედრა იყო, მიუხედავად იმისა, რომ დაძაბულობა იგრძნობოდა... ჩვენთვის მარტივი არ იყო, ცოტა მოდუნებულად დავიწყეთ, მზად არ
წითელი ბარათი იმ ფაზაში მივიღეთ, როდესაც გაცილებით მეტი დაფიქრება გვჭირდებოდა. ერთი თამაში დარჩა, უნდა მოვიგოთ და ვნახოთ, სად მიგვიყვანს...
ყოველთვის არის დაძაბულობა შიგნითაც და გარეთაც. ჩვენ ვთამაშობთ ფეხბურთს გულშემატკივრებისთვის და არა ცარიელი ტრიბუნების წინ. როგორც ადრე ვთქვი, შეგვეძლო წარმატებისთვის მიგვეღწია, პასები იქ რომ გაგვეკეთებინა, სადაც საჭირო იყო. ვწუხვართ, რომ სამი ქულა ვერ მოვიპოვეთ.
თუ ევროტურნირებზე ვერ გავალთ, ძალიან წარუმატებელი წელი იქნება."
კვიპროსის ჩემპიონი რევაზ ინჯგიას "აპოლონი" გახდა. ბოლო ტურის წინ "ანორთოსისს" ჯერ კიდევ აქვს შანსი, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდეს - "აპოელს" 3 ქულით ჩამორჩება.
ქეცბაიამ გაიმარჯვა, ჩემპიონთა ლიგის შანსი დაიბრუნა, თუმცა...
ქეცბაია: მჯერა, რომ ყველაფერი მაშინ გადაწყდა...
ქეცბაიას ლორიას უთამაშებლობისთვის აკრიტიკებენ - თემურის ურთულესი მისია