რატომ აღარ ითამაშებს მამარდაშვილი? - Las Provincias-ი განმარტავს

AutoSharing Option
ესპანურმა Las Provincias-მა "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილს წერილი მიუძღვნა და აღნიშნა, რომ დამაჯერებლად მოასპარეზე ქართველი გუნდის მომავლის მეკარეა და კლუბის ხელმძღვანელობა მასთან გაუმჯობესებულ კონტრაქტზე მოლაპარაკებას აწარმოებს.

"გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც შემდეგი რამდენიმე წლის მანძილზე გუნდის მთავარი გოლკიპერი იქნება, სავარაუდოდ, თავისი პირველი სეზონი დაასრულა. საერთო ჯამში, 21 წლის გიორგიმ ლა ლიგის 18 მატჩში ფანტასტიკურ დონეზე ითამაშა და პრიმერას ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული კარის დარაჯია“, - წერს გამოცემა, მის გასაოცარ განვლილ გზას იხსენებს და იტყობინება, რომ ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება ოთხჯერ გაიზარდა, რამდენიმე კლუბის შეთავაზება
უარყო, „ღამურების“ წინადადებამ კი ძალიან გაახარა.

Las Provincias-ი იასპერ სილესენის გაყიდვას ვარაუდობს: "სეზონის დასასრულს "ვალენსია" იასპერ სილესენს ვალდებულების და იმის გამო ათამაშებს, რათა ტრანსფერზე დააყენოს. ის ზაფხულში პირველ მეკარედ თავს მშვიდად გრძნობდა, მაგრამ ქართველის და ტრავმების გამო აგვისტოს შემდეგ დრამის გადატანა მოუწია და პირველობა დაკარგა. დღეს ის კლუბის პრეზიდენტ პიტერ ლიმის ფინანსური თავსატეხია. ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე, 2019 წელს „ბარსელონასგან“ 35 მილიონ ევროდ შეძენილი ნიდერლანდელის გაყიდვა მისთვის პრიორიტეტულია“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული