ქართველი შემტევი ჩემპიონთა ლიგისთვის ემზადება

AutoSharing Option
21 წლის ქართველი შემტევი რევაზ ინჯგია "აპოლონის" რიგებში კვიპროსის ჩემპიონი გახდა. მან მონაწილეობა 13 შეხვედრაში მიიღო და 1 გოლის გატანა შეძლო.

ინჯგიამ "პირველი არხი სპორტთან" ისაუბრა:

"წლევანდელ ჩემპიონატში მხოლოდ 13 მატჩი ჩავატარე, მაგრამ არსად წასვლას არ ვაპირებ. "აპოლონი“ ჩემპიონი გახდა, კონტრაქტი კი კიდევ ერთი წლით მაკავშირებს. შესვენების შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშისთვის მოვემზადები. მე ისეთ გუნდსა და ისეთ მწვრთნელთან მოვხვდი, ვიცი, შანსი აუცილებლად მომეცემა“. 

"აპოლონი" სეზონს 22 მაისს, ლარნაკის "აეკთან" მასპინძლობით დაასრულებს.

წყარო: პირველი არხი

altინჯგია შევიდა და 90-ე წუთზე თავის

გუნდს გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული