გაფრინდა - მამარდაშვილის "კლაუსულა" 100 მილიონი იქნება!

AutoSharing Option
Eldesmarque Sports COPE Valencia-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად იტყობინება, რომ "ვალენსია" მეკარე გიორგი მამარდაშვილს ხელშეკრულებას 2027 წლამდე გაუგრძელებს, "კლაუსულას" კი 20 მილიონი ევროდან 100 მილიონამდე გაუზრდის.

გამოცემა წერს, რომ მამარდაშვილი გასულ სეზონში გუნდის ერთ-ერთი მთავარი სიურპრიზი გახდა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა, ახლა კლუბს დაუმუშავებელი ბრილიანტი ჰყავს, ამიტომ გადაწყვიტეს თანამშრომლობის გაგრძელება და კონტრაქტის გამოსასყიდი ფასის გაზრდა.

Eldesmarque-ის მტკიცებით, ქართველის სამსახურით რამდენიმე დიდი კლუბი დაინტერესდა, "ვალენსიასთან" ხელშეკრულება 2024 წლამდე აქვს გაფორმებული და "ღამურებს" მისი ცალმრივად ერთი წლით გახანგრძლივება შეუძლია.

მკითხველის კომენტარები / 7 /
100 მილიონი ყურს და თვალს სიამოვნებს,მაგრამ რეალუად იგივეა,რასაც რუბინის პატრონონი საიმანოვის საქციელი,ხვიჩას მიმართ.გიო უკვე ორბიტაზეა გასული და ეს თანხა,რეალურად მისი საბელია,ტოპ გუნდებში არგასაშვებად.თვითონ რომც მოინდომოს,ვერსად წავა.მადაც დიდებული ჰქონიათ,დინამოსათვის 1 მილიონის გადახდა არ ემეტებოდათ და ნახევარ წელში,100 მილიონზე ააგდეს ფასი.მწარე,მაგრამ კარგი გაკვეთილი მიიღო დინამომ და ზოგადად ქართულმა ფეხბურთმაც.რაკი ასეა,გამოსასყიდის შესაბამისი ხელფასიც უნდა დაუწესონ გიორგის,მაგრამ ვფიქრობ,გაცილებით ნაკლებს მისცემენ.ვალენსიაში ისევ დაძაბულობა და არეულობაა,საუკეთესო ფეხბურთელები მიდიან და ისე ჩანს,კიდევ კაი ხანი,ვალენსია კრიზისს თავს ვერ დააღწევს.შესაბამისად ვერც ხელშესახებ წარმატებებს მოიპოვებს და გიოც ხაფანგში აღმოჩნდება, ორი ფეხით გაბმული.გადახედოს გიორგიმ,რამდენი აქვთ ხელფასი ისეთ ფეხბურთელებს,ვისი გამოსასყიდიც,100 მილიონია და მასაც შესაბამისად გადაუხადონ.სამართლიანი იქნება.
სოსო
11:53 25-05-2022
2
კარგი ხელფასი გამოუვა იმედია უფრო მოუმატებს და რეალსი ან ბარსელონაში მიწვევენ წარმატებების მეტი რა უნდა უსურვოთ ღმერთმა ამრავლოს ქართველი ფეხბურთელები ევროპის ლიგაში
ამირან
13:38 25-05-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული