
ცნობილმა ესპანურმა ჟურნალმა Marca-მ სხვადასხვა კატეგორიაში გასული სეზონის საუკეთესო გუნდები დაასახელა.
ჩვენდა სასიხარულოდ, ლა ლიგის აღმოჩენების გუნდში "ვალენსიას" ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი მოხვდა. შეგახსენებთ, "მამარდამ" წლევანდელ პრიმერა დივიზიონში ვალენსიელთა კარი 18-ჯერ დაიცვა და მშრალად 8-ჯერ შეინახა.

მამარდაშვილთან ერთად Marca-მ თერთმეტეულში შეიყვანა: დავიდ გარსია ("ოსასუნა"), რეინილდო ("ატლეტიკო"), ალექს მორენო ("ბეტისი"), ალვარო გარსია ("რაიო ვალეკანო"), კამავინგა ("რეალი"), გავი ("ბარსელონა"), პეპელუ ("ლევანტე"), პერე მილა ("ელჩე"), ენეს უნალი ("ხეტაფე"), ნიკო უილიამსი ("ატლეტიკი").

რაც შეეხება სეზონის გუნდს, თერთმეტეული შემდეგნაირია:
ბონო ("სევილია"), დავიდ ალაბა ("რეალი"), დიეგო
კარლოსი ("სევილია"), რონალდ არაუხო ("ბარსელონა"), იანიკ კარასკო ("ატლეტიკო"), ლუკა მოდრიჩი ("რეალი"), პედრი ("ბარსელონა"), ნაბი ფეკირი ("ბეტისი"), ვინისიუსი ("რეალი"), დე ტომასი ("ესპანიოლი"), ქარიმ ბენზემა ("რეალი").