"ვალენსიას" ქართველმა მეკარემ ინგლისური გუნდების, მათ შორის, "მანჩესტერ იუნაიტედის" ყურადღება მიიპყრო. ვალენსიურ გუნდს მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.
ესპანური AS-ი "მამარდაზე" საუბრობს, სადაც მის მიერ ჩატარებულ სეზონს ბრწყინვალეს უწოდებს. მოლაპარაკებები "ვალენსიასა" და მამარდაშვილს შორის კარგად მიმდინარეობს და გიორგი გუნდში თავს ბედნიერად გრძნობს.
ამ ყველაფრის ფონზე ჩვენებურის კანდიდატურას რამდენიმე ინგლისური გუნდი, მათ შორის, "მანჩესტერ იუნაიტედი" განიხილავს. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "წითელ ეშმაკებს", სავარაუდოდ, ინგლისელი კიპერი დინ ჰენდერსონი დატოვებს, მედიაში კი მის შემცვლელად 1.99 მეტრის სიმაღლის მქონე ქართველი მეკარე სახელდება. ასევე ამბობენ, რომ ტრანსფერის
გაჩარხვის შემთხვევაში გიორგი "იუნაიტედის" კარს ევროპა ლიგაზე დაიცავს.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა მეკარემ ამ სეზონში ლა ლიგაში 18 მატჩი ჩაატარა და კარი მშრალად 8-ჯერ შეინახა.
წარმატებებს ვუსურვებ და მჯერა რომ მიაღწევს კიდეც( თუ იშრომებს და ქართველების სენი არ დაემართება- ნიჭიერია,მაგრამ ზარმაცი)