სლუცკი - ხვიჩას წასვლაზე: ნეგატიური კომენტარები, ქვები ფანჯარაში, მამის გატეხილი მანქანა

AutoSharing Option
"რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ პრემიერლიგიდან გავარდნაზე ჟურნალისტ ვასილი უტკინთან "იუთუბის" არხზე ინტერვიუში ისაუბრა და გუნდიდან ლეგიონერების და მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიას წასვლის მიზეზები განმარტა.

- ყველას სხვადასხვა ცხოვრებისეული გარემოება აქვს. თუ კონკრეტულად ხვიჩა კვარაცხელიაზე ვიტყვით, მაშინ, როდესაც ყოველდღე ნეგატიურ კომენტარებს გიტოვებენ, ყოველდღე ფანჯარაში ქვები მოფრინავს, როცა მამას მანქანა გაუტეხეს, როდესაც შენზე წარმოუდგენელი ზეწოლა ხორციელდება, შენ, სავარაუდოდ, წახვალ.

- ხვიჩასთან დაკავშირებით გასაგებია...
- ჰაკშაბანოვიჩი და დრეიერი? იგივე. შენ ყოველდღე გირეკავენ აცრემლებული მშობლები, გირეკავენ საელჩოდან, შენზე სამშობლო
დან არარეალური ზეწოლაა, ყველა არხზე უბრალოდ გამცირებენ და ა.შ.

ძალიან დიდი თემაა, რატომ წავიდნენ "რუბინიდან" ლეგიონერები, სხვა გუნდებიდან კი არ წავიდნენ. სამი ფაქტორია. მათ ოფიციალურად დართეს წასვლის ნება. ასეთი რამ ადრე არასოდეს ყოფილა.

რატომ მიდიან? სამი შემადგენელია. პირველი - ეროვნება. თუ იმათ გეოგრაფიას გადავხედავთ, ვინც დარჩა, ესენი, ძირითადად, სამხრეთამერიკელები ან აფრიკელები არიან. ჩვენთან ტუნისელი მონტასარ ტალბი დარჩა. ამ ქვეყნებიდან ხალხი გეოპოლიტიკას მარტივად აღიქვამს, იმას, რაც მსოფლიოში ხდება.

ჩვენთან ყველა დანარჩენი, ძირითადად, ევროპელია ან ხვან ინ ბომი სამხრეთ კორეიდან. ყველა ამ ქვეყანაში სახელმწიფოს, მთავრობისა და ხალხის ძალიან მკაცრი პოზიცია იყო. დარწმუნებული ვარ, ბრაზილიელები, რომლებიც "ზენიტში" ან კიდევ სადმე თამაშობდნენ, ასეთი წნეხის ქვეშ არ იმყოფებოდნენ, როგორც ევროპელები.

- მაგრამ ევროპელი ოლივერ აბილგორი დარჩა...
- ის ყველა ამ მოვლენისას ტრავმირებული იყო და უბრალოდ არსად ჰქონდა წასასვლელი. ეს მეორე ფაქტორია - მოთხოვნადობა იმ ფეხბურთელებისა, სად მიდიან. სად წავალ, მე საერთოდ ვინმე ამიყვანს? ჩვენი მოთამაშეები ჰიპერმოთხოვნადები არიან, ყველანი კარგ გუნდებში მოეწყვნენ.

მესამე მიზეზი - ფული. ნაკლებად სავარაუდოა, შენ წახვიდე, თუ ვთქვათ, 3 მილიონ ევროს იღებ. სამი თვითაც კი არ წახვალ იქ, სადაც 3-4-ჯერ ნაკლებს აიღებ. იმდენად, რამდენადაც "რუბინში" ადეკვატური ხელფასები გვაქვს, წასულებიდან ზოგიერთს უფრო მაღალი ანაზღაურებაც აქვს. ვიღაცა ისეთივე გასამრჯელოს იღებს. ასე რომ, ფული აქ არავის აკავებდა.

- წერენ სილვიე ბეგიჩზე. ბალკანელმაც შეაჩერა კონტრაქტი, მაგრამ უკლუბოდაა...
- იქ ძალიან პირადი ისტორიაა. მისმა მამამ მთელი ამ ბალკანური მოვლენებისას ფეხი დაკარგა. ბოსნიელი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა და ძალიან დაზარალდა. ის სიტყვა "სპეცოპერაციისას" და ყველაფერ დანარჩენისას საერთოდ რაღაც აგონიაში ჩავარდა... ყველას როდი ესმის. მაგალითად, ჩემი ჰოლანდიელი მეგობრები, რომლებიც მირეკავენ, ისინი თვლიან, რომ უკვე ხვალ მოსკოვი დაპყრობილი იქნება. ამას სერიოზულად მეუბნებიან.

მამამ უბრალოდ უთხრა: "მორჩა, შენ ჩემი შვილი აღარ ხარ". სილვიემ დარეკა, ძალიან დიდი ბოდიში მოიხადა, არსად არ წავიდოდა, მაგრამ მამა ამის უფლებას არ მისცემდა.

მკითხველის კომენტარები / 31 /
ომი რომ დაიწყეთ და ყველანაირი პერსპექტივა მოგიჭრათ ცივილურმა სამყარომ , მაგიტომაც აღარ გვინდოდა ჩვენი უნიჭიერესი ფეხბურთელი მაგ ჭაობში დარჩენილიყო. ყველაზე მეტად თავად ხვიჩას არ უნდოდა, სად უნდა გაეტარებინა საუკეთესო წლები, რუსეთის ჩემპიონატის ბე ლიგაში, ყველანაირი ევროპული მომავლის გარეშე?
სრულიად სამართლიანად არ გვინდოდა არცერთ ქართველს ხვიჩას მანდ ყოფნა, რაშიც შეეშალა მთელს ერს, ის იყო, რომ ურთულესი მომენტი იდგა ამ ბიჭისთვის და აქედან გამხნევების მაგივრად საშინელი ნეგატივი გაუგზავნეს.
ერთი წამითაც არ მეპარებოდა ეჭვი, რომ წამოვიდოდა, უბრალოდ დროის ამბავი იყო.
რაც შეეხება ძალადობას და ქვის სროლას, ეგ ვინმემ თუ გაბედა არცერთი ეროვნების ადამიანს არ უნდა შერჩეს არც ქართველს და არც რუსს. ყველაზე მეტად ვისაც უნდა უფრთხილდებოდე იმას ქვას ესვრი? ფუ!!!
Mia
27 მაისი 2022 17:45
1
ბატონო ზურა, არვიცი რატომ გაქვთ ეგეთი წარმოდგენა, რომ რუსებს ხვიჩა ან რომელიმე წარმატებული ქართველი უყვართ. რუსებს ჯერ კიდე თავიანთ პროვინციად მივაჩნივართ და ჯერ კიდე ჰგონიათ, რომ ჩვენთან თუ ვინმე ნიჭიერი და კარგი დაიბადება მათი უნდა იყოს. ერმა ვერ გააცნობიერა რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და სამწუხაროდ ამაში ქართველებიც ხელს უწყობენ.
ხვიჩას მიმართ ყველანაირ ნეგატივს ვაპროტესტებ და ვაპროტესტებდი მაშინაც კი როცა სისულელეები ილაპარაკა ნოესთან და თქვა, რომ სპორტი და პოლიტიკა იმიჯნება. ჯერ ბავშვია და ინფანტილური წარმოდგენები რომ აქვს არ არის გასაბრაზებელი. ძალიან მიყვარს და მისი უდიდესი გულშეატკივარი ვარ.
მეც მეგონა ერთ დროს, რომ რუსულ კულტურას და სპორტს არ ჰქონდა კავშირი პოლიტიკასთან, სანამ პუტინთან ჩახუტებული არ დავინახე ზოგიერთი ამ სფეროს წარმომადგენლი.
დარწმუნებული ვარ აღარ ფიქრობს ეგრე ხვიჩა, რადგან ზუსტად პოლიტიკის გამო შეიცვალა მთელი მისი კარიერა.
სპორტი და პოლიტიკა არასოდეს იქნება გამიჯნული!
ზურა ს
27 მაისი 2022 14:52
5
ბატონი ზურა, "ბებერი" არ მიწოდებია თქვენთვის, ან რა უფლება მაქვს. ხაზი გავუსვი რომ ახალ თაობას რუსეთი არ გვინდა და რუსეთთან საერთო არ გვინდა გვქონდეს. ევროპისკენ მივისწრაფვით და დასავლური გზის გარდა არცერთი გზა არ დაგვრჩენია. განათლების მიღებაც დასავლეთში გვინდა, გუნდებიც დასავლური გვირჩევნია, წიგნებიც და მუსიკაც, თუმცა რუსულ ლიტერატურას ვერავინ დააკნინებს რათქმაუნდა. არავინ არავის გამოუცხადებს ომს ჩვენს გამო ეგ კარგად მესმის, მაგრამ ყველა ისტორიულმა მაგალითმა გვიჩვენა, რომ რაც უფრო მეტს დაელაპარაკები და დაუთმობ რუსეთს, მით უფრო მეტი უნდა ჩვენგან. მაინც პატარა კაცივით გიყურებს და გინდ შეეწინააღმდეგე და გინდ მოეფერე, მაინც დამპყრობლურ პოლიტიკას გაგიტარებს. ომის არიდებას თუ ეცდები, მცოცავ ოკუპაციას მიმართავს და მაინც გართმევს ტერიტორიას, მავთულ ხლართებს გაგიბამს.
მე რუსეთში ცხოვრებას მირჩევნია საერთოდ არ ვიცხოვრო ან გავიქცე ამ ქვეყნიდან, თუ ჩემი ქვეყანა რუსეთი გახდება.
თქვენს გამოცდილებას პატივს ვცემ და გეთანხმებით ბევრ რამეში, უბრალოდ მე არ მჯერა რუსეთის კეთილი ნების.
მე ერთი წამითაც არ მჯერა, რომ ამ ქვეყანაში ვინმე რუსეთის მოყვარულია, უბრალოდ ნაწილ ადამიანებისას ჰგონიათ, თუ რბილ პოლიტიკას გაატარებ უფრო მეტად არ დაგაზარალებს რუსეთი. მე ასე არ მგონია.
მადლობა გამოხმაურებისთვის და ბოდიშს გიხდით, ახალგაზრდობა რომ ვახსენე ნამდვილად არ მიგულისხმია, რომ "ბებერი" მეწოდებინა ვინმესთვის.
ზურა ს
27 მაისი 2022 20:03
0
არც "ბებრები" არ ვართ რუსების ფანები მაგჰრამ ახალგაზრდებისგან განსხვავებით გამოცდილები ვართ და უფრო პრაგმატულად ვაზროვნებთ ! შენხელა რომ ვიყავი მე შენზე უარესად მერჩოდა ძალა და ვიძახდი გამიშვიით რუსებს უნდა გადავუარო მაგათ "ჟანგიან" ტანკებს ვაყურებინებ სეირსო ! მაგრამ დაიწყო 2008 წლის ომი და ვინც გვიჩიჩინებდა რუსებს ჟანგიანი ტანკები აქვთო ისინი სარფის და წითელი ხიდის საზღვრებტან იდგნენ რიგში @და სამხედრო მეთაურებმა კი უპატრონოდ დაგვყარეს რეზერვისტები და რუსი გენერლების მძღოლებად და თარჯიმანებად დაიწყეს მუშაოპბა @@ რუსეთი რომ ცუდია ესეც თქვენზე კარგად ვიცით "ბებრებმა" მაგრამ რა ვუყოთ ? ეს საქართველოს უბედურებაა რომ ასეთი მეზობლები არგუნა ღმერთმა ჯერ ირანი და თურქეთი (ეხლა ჩვენ "სტრატეგიულ" პარტნიორებს რომ ეძახიან) და მერე რუსეთი @ გინდა არ გინდა ჩვენი მეზობელია და ჩვენ საქართველოს ვერ ავიკიდებთ ზურგზე და ვერ წავალთ სადმე ოკეანეთში ან გრენლანდიაში ! ან უნდა დაელაპარაკო ან ომით უნდა დაამარცხო და წაართვა უკან მიწები ! ომით რუსების მომრევი რომ არ ვართ და ვინც ფიქრობს რომ ნატოში მიგვიღებენ და მერე ნატო ჩვენს გამო რუსეთს ომს გამოუცხადებს ის ან სრული იდიოტია ან საქართველოს მტერია და უნდა საქართველოს ომში ჩაბმა @ ( ჩვემ კი არა აგერ ნატოს წევრ თურქეთს დასცხო რუსეთმა და გადაუარა რაკეტებით და მიეხმარა ნატო თურქეთს ? არა მარტო შორიდან შეშფოთდნენ და აღშფოთდნენ და ერდოგანი იძულებული გახდა კრემლში ეახლა პუტინს და ლამის დაუჩოქა და ბოდიშები უხადა ) ახალგაზრდები მაგას მაინც უნდა მიხვდეთ და რა რჩება ? დალაპარაკება ! და ვის უნდადაელაპარაკო ? იმათ პირველ რიგში ვინც ნორმალური რუსია და არ აწუხებს სალდაფონურო აზრები და ასეთები არც ისე ცოტანი არიან !
zura222
27 მაისი 2022 18:46
3
ყველა გამოხმაურება
ხვიჩას რუსეთში 3 მწვრთნელი ყავდა და სამივეს ძალიან უყვარდა და ეს "შეუიარარებელი თვალითაც" კარგად ჩანდა ! სიომინს რომ მაგრა უყვარს საერთოდ ქართველები ეს ყველამ იცის (კითხეთ იმ ხუთ ქართველს მაგასთან რომ უთამაშიათ და გეტყვიან ისინი)ჯანაშიასთან და ასათიანთან ქალებში საგულაოდაც კი დადიოდა და ჯანაშიასთან სალოთაოდაცDD შარონოვსაც მაგრა უყვარდა ხვიჩა მაგრამ უფრო მაგრა ზურიკოს ენდობოდა და სლუცკის რაც შეეხება ვერავინ ვერ იტყვის მაგაზე რომ უარყოფითი და ბოღმა პიროვნებააო და ხვიჩასთან ურთიერთობაზე კი ყველამ ვიცით ! ხვიჩას ახლობელი ხალხისგან ვიცი რომ ეხლაც ირეკავენ სიომინი და სლუცკი და მიოკითზხავენ ხოლმე და რჩევებს აძლევენ ! რაც შეეხება ხვიჩას ლანძღვას ეს ბევრი "ქართველის" დამპალ სულში ზის და მათი პროფესიაა @ ბევრს არ ჯერავს და ამბობენ როგორო როგორ შეიძლება ვინმემ ხვიჩაზე რამე თქვას ცუდიო !! (თითქოს აქაც და სხვაგანაც არ უნახავთ ის ლანძღვა-გინება) ხვიჩას კი არა თვით დავით ყიფიანს მიუვარდნენ სახლთან ე.წ. "ეროვნულები" სინამდვილეში არაკაცი ვირთხები და აგინებდნენ და სახლის ფანჯრები ჩაუმტვრიეს @ არადა კაცი იმ "ეროვნულ" ეოფორია-სიგიჟეში გამოვიდა და თქვა --არაა საჭირო ასე კარის გამოჯახუნებიტ გამოსვლა საბჭოტა ჩემპიონატიდანო ისედაც იშლება და 1 წელში უმაგისოდაც ცავატარებთ ცვენ ეროვნულ; ცემპიონატსო! (დრომ გვიჩვენა რომ ცამდე მართალი იყო მასინ ყიფიანი) ჩვეულებრივი კაცი ალბათ უფრო იოლად გადაიტანდა მაგასს მაგრამ ყიფიანმა(რომ ივოდა რომ ლამის მთელ საქართველოს მაგრა უყვარდა) ვერ გაუძლოდ სა ლამის ინსულტი და ინფარქტი დაემართა და სასწრაფოდ გადააფრინეს მოსკოვში და გადაარჩინეს !(თუმცა დროებითდა სამწუხაროდ ის მიკრო ინფარქტი მერე ნამდვილ ინფარქტში გადაიზარდა და იმან მიკლა კიდევაც) თუმცა რა შორს მივდივართ აგერ ახლახანს ლაშა ტალახაძეს როგორ ლანძღავდნენ და აგინებდნენ ნაც საქონლები--როგორ გაბედა და სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა მხარიო (მაგათი აზრით ფაქტიურად რუსი ვაშაძისთვის უნდა დაეჭირა მხარი@) როგორ ლანძღავდნენ იგივე საქონლები გენო პეტრიაშვილს ლადო ხინჩეგაშვილს ოს მოჭიდავესთან სურათი რატომ გადაიღესო (!!!) არადა მერე გაირკვა რომ ის ოსი მოჭიდავე ყოფილა ქართველების და საქართველოს დიდი მეგობარი და დიდი როლი ითამაშა ჩვენი გატაცებული ბიჭების გამოხსნაში ! ასეა ეს საქართველოს დაუძინებელ მტრებს ნაცებს და მათ ნასხლეტებს არაფერი კარგი არ უხარიაათ დღევანდელ საქართველოში და ეხლა ყველანაირად ცდილობენ რომ სიტუაცია აირიოს მერე ომში ჩავებათ და როცა რუსები დაგვბომბავენ და დაანგრევენ საქართველოს მერე ისარგებლონ და მოაჯდნენ ისევ კისერზე ქვეყანას @ "უჩვენოდ საქართველოში ქვა ქვაზე ნუ დარჩენულა"-ო ეს მაგათი ცნობილი დევიზია @@@
zura222
27 მაისი 2022 14:02
11
ამ კაცის არ მჯერა. სულ ცოტახნის წინ არ თქვა კვარაცხელიას მუდმივი ტრავმა აქვს და სულ ტკივილით უნდა ითამაშოსო? ახლა კიდე რაღაცეებს ბოდავს ძალადობაზე და ქვების სროლაზე. თავადვე იზამდნენ, გაუჭირდებოდათ თუ რა.
კიდე კაი ეგ ბიჭი გამოძვრა მაგათგან უვნებლად
Thomas
27 მაისი 2022 13:54
4
მეც არ მჯეროდა და ეხლა რომ ვუყურებ ხვიჩას რომ ცვლიან მერე სკამზე რომ ზის და ყინულებში რომ უსვამენ მარჯვენა მუხლს უკვე ეჭვი მეპარება რომ მართლა რაღაცა ჭირს მუხლზე და სასწრაფოდ უნდა მიხედონ ვისაც ეს ეხება !
zura222
27 მაისი 2022 14:04
2
რა დაკარგა წამოსვლით ხვიჩამ?თავის ქვეყანაში თამაშობს გოლს გოლზე იტანს,უდიდეს სიყვარულში და პატივისცემაშია, როგორც ქართველებისგან ასევე იტალიელებისგან და ერთ თვეში ტოპ ლიგაში ითამაშებს,ამიტომ იბოღმებიან რუსები
გიორგი
27 მაისი 2022 13:48
1
თუ ეს ფაქტი მართლა მოხდა, ქვების დაშენას ვგულისხმობ, უდიდეს წვლილი მოუძღვის ქართულ ტელევიზიებს ამაში, რომლებიც იმ დღეებში მხოლოდ ამ ამბით იკვებებოდნენ, რომ ხვიჩა ომის დაწყებისთანავე ვერ წარმოვიდა რუსეთიდან. ყველა ლეგიონერი დაელოდა ფიფას გადაწყვეტილებას და მერე წამოვიდნენ. სამწუხაროდ ამას არსად აცხადებდნენ და ბოროტ რეიტინგზე გათვლილ ნიუსებს დებდნენ, აი როგორ თამაშობს ისევ რუბინში ომის ფონზე.
ერთმა ცნობილმა კაცმა გადაცემაში ილაპარაკა და ლამის ბავშვების მკვლელობაშიც დაადანაშაულა , იქ რომ თამაშობს და მაყურებელი მატჩის ბილეთს ყიდულობსო მერე იმ ფულით რუსეთის არმია ფინანსდებაო, ვითომ ნახევარი საქართველო იანდექს ტაქსით არ მგზავრობდეს, იქნებ ამ ფულით ფინანსდება არმია :)
ტელევიზიებმა უდიდესი როლი ითამაშეს. ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიდან თითქმის არავინ დარჩა ამ ბიჭზე ცუდი არ ეთქვას. რეალურად რატომაც აგვიანდებოდა წამოსვლას ამაზე არავინ საუბრობდა და მასა მარტივად წამოიკიდეს.
თუ ეს ფაქტი მართლა მოხდა ძალიან ცუდია თუ დამნაშავე არ დაისაჯა.
Skeleton
27 მაისი 2022 12:56
2
სხვა არაფერი იყო მიზეზი? გაყიდვა რომ არ უნდოდათ და 20 მილიონი დააფასა კლუბის პატრონმა,რუსეთის ჭაობში რომ უპირებდნენ დატოვებას ეგ არ იყო მიზეზი? ასე როგორ აქვთ ტვინი მოხარშული,რომ აზრათაც არ ივლებენ თავში ბიჭს განვითარება და ევროპაში წასვლა უნდოდა,აგერ ნაპოლიმ იყიდა ეგრევე,ამათ მართლა გონიათ,რომ მაგარ ქვეყანაში ცხოვრობენ და უკვირთ რატომ უნდა წავიდეს რუსეთიდან ადამიანი.....
ზურა
27 მაისი 2022 11:48
4
მაშინ ის სქრინები შევინახე, სადაც საშინელ მუქარის შემცველ კომენტარებს უწერდნენ. მინდოდა, ყველაფერი რომ ჩაწყნარდებოდა სახეზე ამეფარებინა და გამომეფინა თავიანთი სახელებით და გვარებით.
ახლა როცა ყველა ხვიჩას გაიძახის და მისი ფასი არავინ ჰყავთ, ბევრია ის ხალხიც, ვინც მაშინ საშინელელებს უწერდა და უსურვებდა. კი არიან ღირსი სახეზე ავაფარო ეგ კომენტარები, უბრალოდ არ ვიკადრებ, მეცოდებიან.
მაგათ გამო მთელი საქართველოს ველურებად წარმოჩენა გადაწყვიტეს რუსებმა.
აი შედეგიც!
Winter
27 მაისი 2022 11:18
3
კარგია რომ დაიხურა ქართველი ფეხბურთელების სასაკლაო რუსეთის ჩემპიონატი. ეხლა იგივე მოხდება რაც მოხდა ღვინის ბაზარზე, რუსეთმა ემბარგო დააწესა. ჩვენებმა ღვინო ვეღარ გაყიდეს და იძულებული გახდნენ ხარისხი აეწიათ, შედეგად მივიღეთ ხარისხიანი ღვინო და მეტი შემოსავლები. ნუ ღვინის და ფეხბურთელების ბაზარს შორის სხვაობა დიდია, მაგრამ ძირითადი ესაა.
გიორგი
27 მაისი 2022 11:17
5
კიდე კაი ამ ბიჭს მაშინ რაიმე არ დაემართა თორე ეგრევე ქართველებს დააბრალებდნენ.
ჩვენ მარტო კომენტარებში ჰეითი შეგვიძლია, თორე დარწმუნებული ვარ ხვიჩას ყველა დაიცავდა რუსებისგან, ცუდ კომენტარებს ვინც უწერდა ისინიც.
ყოველშემთხვევაში მინდა მაინც რომ მჯეროდეს :))
!!
27 მაისი 2022 10:52
1
სოსოს-ს გაიხარე!წესიერი კაცის საქციელი სწორედ ეგ არის,თუმცა სხვაზე ნასროლი ქვაც ხშირად მოგხვდება და ალბათ, ნაგემებიც გექნება.
სოსო
27 მაისი 2022 15:03
0
რავიცი, მე დავიცავ ყველას, ვინც თუნდაც ჩემი თანამოაზრე არ არის მაგრამ დავინახავ რომ უსამართლოდ ებრძვიან. საერთოდ არ მჭირდება ამისთვის "საძმოს" წევრობა. სხვაზე პასუხს ვერ ვაგებ მაგრამ მე ვიცი რომ რომელ მხარესაც არ უნდა ვიდგე იდეოლოგიურად, აუცილებლად გავაპროტესტებ უსამართლობას!
სოსო ს
27 მაისი 2022 13:21
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული