მამარდაშვილი პრემიერლიგაში? - "ვალენსიას" 70 მილიონი სჭირდება, "ტოტენჰემს" - ლორისის შემცვლელი

AutoSharing Option
"ვალენსია" მზადაა, ტრანსფერზე ნებისმიერი მოთამაშე დააყენოს -  კლუბს ბიუჯეტის დასაბალანსებლად 70 მილიონი სჭირდება. გასხვისების მთავარი კანდიდატები კარლოს სოლერი და გონსალო გედეში არიან, თუმცა გამოჩნდა ვარიანტი, რომელმაც შესაძლოა, კლუბს კარგი თანხა მოუტანოს.

"ღამურებმა" მამარდაშვილის სახით უმაღლესი დონის მეკარე ხელში მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად ჩაიგდო. სხვა მოცემულობაში, გიორგი გუნდში მრავალი სეზონის განმავლობაში იქნებოდა, თუმცა ახლა კლუბს სხვა პრიორიტეტები აქვს. ქართველი მეკარე ინგლისის პრემიერლიგაში მოსწონთ, სადაც მისით დაინტერესებულ "მანჩესტერ იუნაიტედს" კიდევ ერთი დიდი გუნდი, "ტოტენჰემიც" შეემატა.

ლონდონურ კლუბში უკვე ფიქრობენ მომავალში 36 წლის
უგო ლორისის შემცვლელზე, რომელსაც კონტრაქტი 2024 წელს უსრულდება.

ამ დროისთვის "ტოტენჰემს" "ვალენსიასთვის" ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავს.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 17 /
დაღუპავენ ამ ბიჭს.მანიუც და ტოტენჰემიც ჯობია ვალენსიას,მაგრამ ესპანეთში იყოს მინიმუმ ერთი სეზონი ჯობია.ბოლომდე აჩვენოს რა შეუძლია და მერე პირველ მეკარედ წავიდეს გინდა მანჩესტერში,გინდა ტოტენჰემში და გინდა რეალმა და ბარსამ დაამტვრიონ ერთმანეთი მამარდასთვის.ვისაც ეგ ეწყინოს ჩემდა თავად იმას რა ვუთხარი,მაგრამ ჯერ სცადონ რა...
ჯელა
19:02 31-05-2022
4
რომც იყოს შეთავეზება არ უნდა გადავიდეს მეორე მეკარეები კარიერას ვერ იწყობენ თუდაც ტოპ კლუბის მეორე მეკარეები. იყოს სადაც არის 3-4 წელიწადში მგონი პირველ მეკარედაც წაიყვანენ
აკაკი
16:49 31-05-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული