გიორგი მამარდაშვილს ჯენარო გატუზო გაწვრთნის

AutoSharing Option
"ვალენსიას" ახალი თავკაცი ჰყავს.

ესპანური გუნდს იტალიის ნაკრებისა და "მილანის" ლეგენდარული მოთამაშე ჯენარო გატუზო გაწვრთნის.

გუნდსა და მწვრთნელს შორის შეთანხმება შედგა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საფეხბურთო ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იტალიელი 2-წლიან ხელშეკრულებას დათანხმდა, რა დროშიც "რინო" 6 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

შეგახსენებთ, სეზონის ბოლოს გუნდი საკუთარი სურვილით დატოვა ხოსე ბორდალასმა.

რაც შეეხება გატუზოს, "ვალენსიამდე" იტალიურ "ნაპოლის" და "მილანს" წვრთნიდა.

მომზადებულია Sports-ის მიერ

მკითხველის კომენტარები / 2 /
მამარდაშვილმა უნდა დაუმტკიცოს გატუზოს რომ ნომერ პირველია და მომავალ სეზონში ძირითადი მეკარე უნდა იყოს. მამარდა უნდა იშრომო და დაიმკვიდრო ძირითადში ადგილი. საქართველოს მომავალი შენ ხარ. ღმერთი შენსკენ.
roma bejanidze
15:13 06-06-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული