საქართველოს ნაკრების წევრი რუსეთიდან ბელგიაში გადაბარგდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მცველი, 26 წლის ჯიმი ტაბიძე, ბელგიის ჩემპიონატის კლუბ "კოტრაიკში" ითამაშებს - ამის შესახებ კლუბის ოფიციალური გვერდი წერს.

ხელშეკრულება 2-წლიანია, ქართველი ფეხბურთელი 3-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, მისი თანაგუნდელი კი ცოტნე ბენდიანიშვილი იქნება.

ტაბიძე ბოლოს რუსულ "უფაში" გამოდიოდა, ბელგიაში კი 2015-17 წლებში "გენტის" წევრი იყო. ჯიმის ეროვნულ ნაკრებში 14 მატჩი აქვს გამართული და 1 გოლის ავტორია.

altტაბიძემ "უფა" დატოვა

მკითხველის კომენტარები / 13 /
კომენტარებს ნუ ბლოკავთ თავისუფალო მედიავ.
qomagi
16:34 12-06-2022
0
რავიცი ხვიჩას ცოტა რომ დააგვიანდა რუსეთიდან წამოსვლა ისეთები ჩაატარეს აქ, ლამის მოკვლით ემუქრებოდნენ ბიჭს და ეს აქამდე რუსეთში იყო, არც კი გამიგია ვინმეს ცუდი დაეწეროს.
განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ხვიჩა კარგი ფეხბურთელია?
მხოლოდ კარგებს ვსჯით ანუ.
ისედაც რომ წამოვიდოდა რად უნდა ლაპარაკი უბრალოდ ლანძღვა-გინება რა საჭირო იყო?!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული