მიქაუტაძეზე ფრანგული მედია წერს - ნაკრებში გაიტანა და გუნდში დამკვიდრებას ეცდება

AutoSharing Option
გიორგი მიქაუტაძე, რომელიც ბოლოს იჯარის წესით ბელგიაში თამაშობდა, "მეცში" ბრუნდება და ეცდება, გუნდისთვის სასარგებლო ფეხბურთელი გახდეს. ქართველი ფორვარდის წყალობით, "სერენმა" ბელგიის ჩენპიონატში ადგილი შეინარჩუნა. ივნისის სანაკრებო მატჩების დროს მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს და მან გიბრალტარის კარის დალაშქვრა მოახერხა.

არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, გიორგის ნამდვილად აქვს საფუძველი, მომავალ სეზონს იმედიანად შეხვდეს. მეცი "ლიგა 2"-ში გავარდა და უდავოა, რომ გუნდში რაღაც ცვლილებები უნდა მოხდეს, მათ შორის, ალბათ, მეტ ნდობას გამოუცხადებენ ახალგაზრდა, პერსპექტიულ ფეხბურთელებს. მიქაუტაძეს კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს და ამჟამინდელი ვითარებით, საოცარი
კონკურენციის დაძლევა სულაც არ მოუწევს.

ბევრ რამეს სეზონისწინა ამხანაგური მატჩები გადაწყვეტს. სწორედ ამ დროს გაირკვევა, ვინ მოხვდება "მეცის" სასტარტო თერთმეტეულში – ქართველი მიქაუტაძე თუ სენეგალელი ნიანე”.

მომზადებულია Score-ის მიხედვით

altრაც თავიდან გვიკვირდა - საქართველოს ნაკრების შედეგი და მომავლის სამუშაო

altსაქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მესამე გათამაშება დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
დიდი ალბათობით მეცს ყველა წამყვანი ფეხბურთელი დატოვებს დღევანდელი ინფორმაცით უკვე 10 ფეხბურთელი მიდის გუნდიდან და შეიძლებ ნიანეც წავიდეს ეს ჩვეულებრივი მოვლენა ტოპ ლიგის გუნდებში როცა გუნდი ქვეითდება დაბალ ლიგაში ყველა მაღალი კლასის ფეხბურთელი ტოვებს გუნდს ყველგან ასე ხდება თითქმის რაც შეეხება მიქაუტაძეს სერენში ნამდვილად ლიდერი და წამყვანი ფეხბურთელი იყო და კარგი შედეგებიც ქონდა მაგრამ საფრანგეთის ლიგა 1-ც და ლიგა 2-ც ძალიან გასხვავდება ბელგის ჩემპიონატისგან ლიგა 2 ნამდვილად არ არის ცუდი ჩემპიონატი პირიქით ფიზიკურად თეორიულად ტაქტიკურად იქ კარგად ამზადებენ ფეხბურთელებს და ბევრ საშუალო დონის ევროპულ ლიგას ჯობია ლიგა 2 მთავარია სათამაშო პრაქტიკა ქონდეს ნიანე თუ დარჩა ვფიქრობ სერიოზული კონკურენცია ექნება რადგან ზოგადად ფრანგები მაღალ ფიზიკურად ძლიერ კლასიკური ტარანული სტილის ფორვარდებს ანიჭებენ უპირატესობას როგორიც არის ნიანე თუმცა თუმცა წინა სეზონში ნიანეს ფაქტიურად არაფერი გაუკეთებია ძალიან ცუდი სეზონი ქონდა და იმედი მაქვს გუნდში იქნება ცვლილებები და გიორგი მიიღებს ნდობას და სათამაშო დროს.
გიო
14:55 14-06-2022
0
დეიღალა აი ბაღანა მეორედან პირველ ლიგაში გუნდების თრევით
ბუჯანგა
13:54 15-06-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული