საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მესამე გათამაშება დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის C ლიგის მე-4 ჯგუფში, პირველ ტურში, საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე გიბრალტარი 4:0 დაამარცხა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენმა გუნდმა თავიდანვე შეუტია. პირველი მომენტი კვარაცხელიამ შექმნა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი ზედ კარის ხაზიდან ლოპესმა გამოიტანა. თუმცა შემდეგ ხვიჩამ წიტაიშვილის პასი მიიღო, კარიდან ოდნავ წინ გამოსულ მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი და „ჯვაროსნები“ დააწინაურა. სანიოლის შეგირდებს მეტოქის კარზე იერიში იერიშზე მიჰქონდათ. მარჯვენა ფრთაზე ლობჟანიძე აქტიურობდა, რომელიც მცველს გაექცა, გადაცემა მიქაუტაძეს გაუკეთა, მას კი გატანა კოულინგმა არ დაანება. მერე ისევ მიქაუტაძის დარტყმული
ბურთი მოიგერია გოლკიპერმა. 33-ე წუთზე კი საჯარიმოდან კვარაცხელიას ჩაწოდებულ ბურთზე კაშიამ ჩიპოლინას დაასწრო და ანგარიში გაზარდა. სამწუხაროდ, ჯოლისთან შეჯახებისას ტრავმა მიიღო წიტაიშვილმა და გიორბელიძემ შეცვალა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, ერთი გუნდი უტევდა, მეორე ხელის შეშლას ცდილობდა: კვარაცხელიას მეკარემ არ გაატანინა, ლობჟანიძემ ბურთი ხარიხას გაარტყა, ჩაკვეტაძემ შორიდან სამჯერ ააცილა კარს, შემდეგ ძელმა იხსნა სტუმრები, ბოლოს კი ლობჟანიძემ ორი ჩინებული პასით მიქაუტაძესა და ყაზაიშვილს გაატანინა.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 5 ივნისს გასვლაზე ბულგარეთთან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - გიბრალტარი 4:0
გოლები: 1:0 კვარაცხელია (12), 2:0 კაშია (33), 3:0 მიქაუტაძე (87), 4:0 ყაზაიშვილი (88)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია (კობახიძე 63), ხოჭოლავა, წიტაიშვილი (გიორბელიძე 40), ლობჟანიძე, აბურჯანია (კიტეიშვილი 63), მექვაბიშვილი, კვარაცხელია (ყაზაიშვილი 63), ჩაკვეტაძე (კვეკვესკირი 78), მიქაუტაძე

გიბრალტარი: კოულინგი, რ.ჩიპოლინა, ენესლი (მოული 66), ბრიტო, ვაისმანი, ჯოლი (ვალარინო 66), ლოპესი, რონანი (ტორილა 46), ლ. კაშიარო, სტიჩი (კუმბსი 46), უოლკერი (ერნანდესი 73)

მკითხველის კომენტარები / 69 /
ჰოპლა-ჰოპლა იზახეტ და მერე გადახტით.
maxo
15:33 09-06-2022
0
გამაოცა ბულგარელმა გულშემატკივრებმა, ისინი 5-2 ზეც ბულგარია! ბულგარიას გაჰყვიროდნენ თან კვეკვესკირი პენალს რომ ურტყამდა მე -6 გოლის გასატანად ისინი იხტიბარს არ იტეხდნენ და შედეგიც გამოიღო გამაზა კვეკვემ პენალტი. ეხლა ქართველები ამას არ იზავენ ასე მგონია არადა ზუსტად ასე უნდა იქცეიდეს ქართველი ეს უნდა ისწავლოთ ესეთი გაუტეხლობა ჩვენ მოგვეთხოვება. ასევე დიდი მოულოდნელობა იყო ის რომ კვარაცხელია ტაშით გააცილეს მოედნიდან, სლავების უმეტესობას ისეთი ალერგია აქვთ ქართველებზე არასდროს არ გაღიარებენ რაც არ უნდა კარგი იყო თან ვალდებულებიც არ იყვნენ ტაში დაეკრათ ესეიგი ძალიან მოეწონათ მისი თამაში. ეს ძალიან დასაფასებელია სინდისის რაღაც ნატამალი ქონიათ როგორც ჩანს
Tvalsazrisi.
07:51 06-06-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული