"მისი შეძენა სერია A-ს გუნდებს მისაღებ ფასად შეუძლიათ..." - იტალიური გამოცემა მიქაუტაძეზე წერს

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ივნისის სანაკრებო შესვენება მორჩა. 4 ტურის შემდეგ იტალიური ilfattoquotidiano გამორჩეულ ფეხბურთელებზე წერს. გთავაზობთ მონაკვეთს ქართველებზე:

"C ლიგაში ერთი ფეხბურთელი თამაშობს, რომელსაც სულ მალე იტალიაში ვნახავთ. საუბარი გვაქვს ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელიც "ნაპოლიმ" ლორენცო ინსინიეს შემცვლელად შეიძინა. ასევე გამოვარჩევთ გიორგი მიქაუტაძეს, რომელიც 2000 წელსაა დაბადებული. მიქაუტაძე კლასიკური, მობილური და ტექნიკური ფორვარდია. ის "მეცში" დაბრუნების შემდეგ დიდად ბედნიერი არ იქნება, მისი შეძენა კი იტალიური სერია A-ს სუსტ გუნდებს (თუნდაც, რომლებიც გადარჩენისთვის იბრძვიან) შეღავათიან ფასად შეუძლიათ" - წერს გამოცემა.

სასიხარულოა, რომ ქართველი
ფეხბურთელების მიმართ წამყვანი ლიგებიდან ნელ-ნელა გაჩნდა ინტერესი. რაც მეტი წარმომადგენელი ეყოლება საქართველოს უმაღლეს საფეხბურთო ლიგებში, მით უფრო კონკურენტუნარიანი გახდება ნაკრებიც.



მკითხველის კომენტარები / 15 /
yvela chveni nakrebis bijebi suli da gulit vbalechikob magram chemtis marto otrs exla cheudzliat itamashon didi perburti, kvara, kite u travmot, mikautadze da mamardas, minimum valencias dones nairir gundshi
gio emigranti
16 ივნისი 2022 17:55
6
რა გახადეთ მიქაუტაძე ვარსკვლავი. 16-17 წლის ბაღნები გრიალებენ ევროპაში.არც ერთ ქართველ მწვრთნელს არ წამოცდენია სურვილი მისი შეძენის და იტალიის სერია ა-ს...სუსტ გუნდებს მოუნდება?-თან რომ გადაარჩინოს?
გელა2
16 ივნისი 2022 16:27
49
მართლა გელა ხარ
დევი
16 ივნისი 2022 18:12
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული