"ჩემთვის რუსეთმა არსებობა შეწყვიტა, მათი კლუბების შემოთავაზებას არც კი განვიხილავ" - წიტაიშვილი რუსეთის შესახებ საუბრობს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა რუსეთის შესახებ ისაუბრა. მან განმარტა, თუ რა დამოკიდებულება აქვს ამ ქვეყნის მიმართ:

ის იხსენებს 2008 წლის მოვლენებს, როდესაც რუსეთის ჯარები "მშვიდობის აღსრულების" საბაბით საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა.

"რუსეთში ადამიანებს არ აქვთ საკუთარი აზრი, ფულის გულისთვის ხმას არ ამოიღებენ და უყურებენ ადამიანების და ბავშვების სიკვდილს. ამ ადამიანებს არ სურთ განვითარება და ნორმალური ცხოვრება, რადგან ამის შემდეგ რუსეთში ნორმალური ცხოვრება არასოდეს იქნება.

მთელ სამყაროს შეაძულეს ეს ქვეყანა, ეს ხალხი... მათ თითქოს კედელი ააგეს. მათ ეშინიათ ციხეში წასვლის და
სურთ იცხოვრონ ქვეყანაში, სადაც არაფერი მოხდება.

ჩემთვის რუსეთმა არსებობა შეწყვიტა. ადრეც ვიცოდი, რა ხდებოდა საქართველოში, ცუდი დამოკიდებულება მქონდა მათი პრეზიდენტის მიმართ. რა თქმა უნდა, შეიძლება სადღაც ქვეყანაში იყოს ორიოდე ნორმალური ადამიანი - ასიდან ერთი პროცენტი, მაგრამ ის ერთი პროცენტიც კი არ შემიმჩნევია. ასეთი ხალხი ცოტაა.

საერთოდ არ მაინტერესებს რუსული კლუბების შემოთავაზებები. მე მათ არც განვიხილავ. ჩემი ფოტო ბასტასთან? ის ერთ-ერთია, ვისაც ფულის დაკარგვის ეშინია. შესაძლოა, მისნაირები არ უჭერენ მხარს ამ ომს, მაგრამ ეშინიათ ფულის და ტკბილი ცხოვრების დაკარგვისა. თუ ხმას ამოიღებენ, წამში ყველაფერს დაკარგავენ", - განაცხადა წიტაიშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 11 /
რა დისლაიქებია ბიჭო ხომ არ გააფრინეთ? ვინ ხართ საიდან მოხვედით. როგორი ჯიგარი გულითაც თამაშობს, ისეთივე საუბარი აქვს. და რას ჰქვია პოლიტიკაში ნუ ერევი.. კაცმა თავისი აზრი დააფიქსირა, პატრიოტული.. წიტა გენაცვალე ჯიგარში. შენს გვერდით ვართ
ილია
19 ივნისი 2022 00:10
11
ქართველი ვაშკაცის ვაშკაცური და ღირსეული საქციელია! ჯიგარი ხარ გიო!
ირაკლი
18 ივნისი 2022 23:30
11
ეს ბიჭი არის მაგარი ადამიანი ამასთან ეღრთად ძალიან ნიჭიერი და ჟილკიანი ფეხბურთელი!
რობი
18 ივნისი 2022 23:20
10
გურ მარგალ!ქგგალე ჯიმა! ნამდვილად სწორი,სახელმწიფოებრივი მიდგომა დააფიქსირა გიომ!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
18 ივნისი 2022 22:44
13
ჯობია ფეხბურტი იტამასო პოლიტიკას დაანებე ტავი ორივე ერტად არ გამოგვდის წიტა
kaka
18 ივნისი 2022 16:20
115
ძალიან სწორს ამბობს ყველაფერს. შენ კიდე 200 ლარს რო გიხდიან რუსული ტროლის ფარმები, გასაგებია რაც გაწერინებს ასეთ კომენტარებს, მაგრამ მაგით არავინ არ ტყუვდება
levani
18 ივნისი 2022 22:40
12
პოლიტიკაა შე ჭკუის კოლოფო ეს? პოლიტიკა კი არა ომია და ეგ უაზრო ფრაზები რომ ისწავლე ისიც გესწავლა რა დროს უნდა თქვა
გიორგი
19 ივნისი 2022 04:00
7
ყველა გამოხმაურება
არც ერთ ქართველ სპორცმენს არ გაუკეთებია ესეთი განცხადება 2008წ შემდეგ,მაგარი კაცი ხარ გიო!და ორმაგად დაგაფასე როცა ინსტაგრამზე ქართულად მიმართე შენ ქართველებს!!!!
გიორგი
19 ივნისი 2022 14:50
2
ზოგიერთი ქართველი ფეხბურთელი მაგის გამო აქილიკებდა,თვითონ ინგლისური შრიფტიც უწერდა კომენტარებს,"არ ტეხავს"ქართველო სპორცმენებო ქართულად წერა!!!#წერექართულად
ირაკლი
19 ივნისი 2022 17:34
0
უცხოეთში გაზრდილმა ბიჭმა, ყველას გაჯობათ პატრიოტიზმში!!!
ბექა
19 ივნისი 2022 20:20
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული