"გატუზომ დამირეკა და მითხრა, რომ..." - მამარდაშვილი ახალ მწვრთნელთან კომუნიკაციასა და თავის მომავალზე საუბრობს

AutoSharing Option
გადაცემის "სპორტი იმედზე" სტუმარი საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი გახლდათ, რომელმაც სხვადასხვა საინტერესო თემაზე ისაუბრა.

"პირველი 6 თამაში ვითამაშე და მას შემდეგ, რაც სათადარიგოთა სკამზე დამსვეს, მეკარეების მწვრთნელი მეუბნებოდა, რომ არა უშავს, კიდევ მოგეცემა შანსიო. ძალიან კარგი კაცია... მწვრთნელიცაა, ფსიქოლოგიცაა. ძალიან ვაფასებ და ძალიან დამეხმარა...

პრობლემა მქონდა, უნდა ავსულიყავი იმ დონეზე, რომ ისევ ძირითადი მეკარე გავმხდარიყავი. პირველი 6 თამაში ჩავატარე, მაგრამ მაინც მგონია, რომ არ ვიყავი იმ დონეზე მზად, რათა ასეთი დონის ჩემპიონატში მეასპარეზა.

საწყისი 3-4 თამაში მატჩი
ჩავატარე ისე, რომ მოტივაცია მქონდა დიდი, მაგრამ არ ვიცოდი, სიტყვაზე, როგორ შემენახა ძალები 3-4 დღეში, რომ არის მომდევნო თამაში, მოემზადო შემდეგი მატჩებისთვის.

"რეალთან" გვქონდა შეხვედრა და 2 დღეში ვეთამაშეთ "სევილიას" და ფსიქოლოგიურად ვერ ვიყავი მზად. მერე ეგეც ვისწავლე და ფიზიკურადაც უფრო მოვუმატე...

გატუზომ დამირეკა და მითხრა, რომ წინა წელს თქვენ სხვა ტაქტიკას, გრძელ პასებს თამაშობდით, ახლა კი მოკლე გადაცემებით უნდა იასპარეზოთო. ასევე მითხრა, წინასასეზონო შეკრებაზე რა თამაშები გვექნება და კონკურენცია იქნება ისევ ისე, როგორც იყო წინა წელს. ჯერჯერობით ასეა დაგეგმილი.

სილესენის წასვლა? - არ ვიცი, გუნდშია ჯერ ისევ და ალბათ, ისევ ისე გავაგრძელებთ... ჯერჯერობით "ვალენსიაში" ვრჩები, გუნდთან კონტრაქტი კიდევ 3 წელი მაკავშირებს", - თქვა მამარდაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 12 /
მთელ საქართველოს გვიხარია შენი წარმატებები. ახალ სპორტულ ამბებში სულ ვეძებთ შენზე ინფორმაციას რომ კ არგ ხასიათზე დავდგეთ. არ მოეშვა. ბევრი ვარჯიში და წარმატებებიც მოვა.
Ge ok a
14:19 21-06-2022
1
წარმატებას გისურვებ!
,,AMPREDUZZO,,
13:47 21-06-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული