"ხვიჩასთან მოკლე საუბარი მქონდა... აი, ამიტომ წაიყვანეს ის "ნაპოლიში" - სიომინი კვარაცხელიას ტრანსფერზე საუბრობს

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა იური სიომინმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. როგორც იცით, ის ჩვენებურს "ლოკომოტივში" ავარჯიშებდა. მან სწორედ მოსკოვური გუნდის საიტს მისცა ინტერვიუ და გთავაზობთ იმ მონაკვეთს, სადაც ის ქართველის შესახებ საუბრობს:

- ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლისთან" კონტრაქტი გააფორმა. როგორ ფიქრობთ, "ნაპოლი" და სერია A მას ზოგადად უხდება თუ სხვა ჩემპიონატში უნდა წასულიყო?

- ვფიქრობ, რომ ხვიჩა "ნაპოლის" მოერგება. ჯერ ერთი, მას გუნდის მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი კარგად იცნობს და მეორეც, მარცხენა ფრთაზე მათ შემტევი ლორენცო ინსინიე გაუშვეს და მისი შემცვლელი სასწ
რაფოდ ესაჭიროებათ. 

რა თქმა უნდა, მათ ხვიჩას თამაშებს უყურეს და ის სწორედ ამისთვის წაიყვანეს... ადგილი თავისუფალია და ახლა ახალგაზრდა ნიჭიერ კვარაცხელიას შეუძლია სწორედ ინსინიე ჩაანაცვლოს.

ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული... უნდა დაამტკიცოს, რომ კაპიტნის შეცვლა შეუძლია. მჯერა მისი და მგონია, რომ ის ამას მოახერხებს!

- მასთან ურთიერთობას ინარჩუნებთ?

- ბევრ ფეხბურთელთან ვინარჩუნებ ურთიერთობას, მათ შორის, ხვიჩასთან. კარგი ინტერვიუ მქონდა იტალიურ პრესასთან, მკითხეს ხვიჩას დადებითი და უარყოფითი მხარეები. მანამდე მასთან მოკლე საუბარი მქონდა, მორალურად მხარს ვუჭერ.

alt"ხვიჩა სკამის ფორმას მიიღებს, ნაკრები ვერაფერს მიაღწევს" - არის ასეთი "კადრები", უკადრებელის მკადრები

მკითხველის კომენტარები / 21 /
ნაპოლეონ, ეგ ალტ ინფოზე გითხრეს, რომ ვუსაც რუსეთი არ უნდა, პირველი ის გაეგება ფეხქვეშ რუსებსო? და ანტირუსეთუმე ხალის დისკრედიტაციით რუსეთუმეები თავს უკეთ გრძნობთ მონური მენტალობით თუ როგორაა? :დ
რუსეთუმეს!
25 ივნისი 2022 04:14
3
რუსები თუ შემოვიდნენ ანტირუსები ფეხქვეშ დაუწვებით. . . ეს ნაღდია
Napoleoni
25 ივნისი 2022 00:35
18
თქვენნაირი სერგო ორჯონიკიძეები მართლა ფეხქვეშ გაეგებიან რუსებს,როგორც მაშინ (1921)
და ვისაც რუსები არ გვინდა და ამ ქვეყნის ჩეჩნეთიზაციას არ ვემხრობით თქვენნაირების დაგეგმილ ქვეყანაში მოგვიწევს ცხოვრება ან გადახვეწა.
არ გამოვიარეთ უკვე გასულ საუკუნეში მსგავსი თუ რა?
უმრავლესობაში იქნებით და ადვილად მოერევით რუსების ხელით სხვა დანარჩენ ქართველს, ვისაც მონობა არ უნდა.
თქვენთვის ეგ ჩვეულებრივი ამბავია.
დადგებით აქ მერე და რუსებს რომ ქართველები უყვართ იმაზე წერთ ორ მეტრიან კომენტარებს :)))
მეტი რაღა უნდა გააკეთოს ამ რუსმა, კომენტარებიდან ეტყობა, რომ ყველანაირ საწადელს მიღწეული აქვს ქართველების ტვინებში...
ქართველი რომ ქართველს რუსის გამო შეურაცხყოფას მიაყენებს, მეტი რანაირად უნდა მოგიგოს აბა მტერმა?!
!!
25 ივნისი 2022 04:11
2
პირველ რიგში გავქვს წაკითხულის გააზრების პრობლემა. დავწერე, რომ ხვიჩა ევროპული დონის ტალანტია და ქართველობის გამო კი არ დაუმსახურებია სიყვარული არამედ თავისი ნიჭის გამო, ან რატომ უნდა შეიყვარონ ქართველობის გამო, რონალდუ იმიტომ უყვართ რომ პორტუგალიელები განსაკუთრებილი ხალხია, თუ იმიტომ რომ მსოფლიო დონის ფეხბურთელია?
რუსების სიყვარულის არ მჯერა.
გვეტყობა ყველაფერზე როგორც ვუყვარვართ რუსებს.
თვითონ ქვეყანას ეტყობა და ადამიანებს, რომლებმაც რუსების გამო შეურაცხყოფა მომაყენეს, და დამიწერეს, რომ თურმე არავის ვუყვარვარ და დაბოღმილი ვარ.
ვისზე უნდა დავიბოღმო, რუსებზე?
ალბათ რუსები რომ შემოვიდნენ პირველ რიგში რუსების არამოყვარულ ქართველებს გვესვრიან ეგეთები, ბატონს რომ არ ეწყინოს ჩვენი არსებობა.
გული დამწყდა მაგრამ რეალობა ეგაა.
პრორუსული საზოგადოება!
!!
24 ივნისი 2022 23:34
3
Russia

Rusetshi ramdeni kargi wartveli fexburteli dagupes rom ver gscdnen russets magram siomini martla kargad eqceoda chvenebs





Givi
24 ივნისი 2022 20:49
0
როგორ ვერ ვიტან ვინმე რუსზე რომ იტყვიან, ქართველები უყვარს და კაი კაციაო. ალერგია მაქვს პირდაპირ.
ჯერ ერთი რატომ უნდა უყვარდეს ვინმეს ქართველები ან რუსს ან ამერკელს ან ევროპელს, რაღაც განსაკუთრებული ჯიშია რომ უყვარდეს? მთლიანად ერი თან? ან ეს ზოგადად სიყვარული რას ნიშნავს, რატომ ვითხოვთ ვიღაცეებისგან რომ ვუყვარდეთ? კომპლექსებში ვიხრჩობით და იმიტომ.
რა სჭირს ხვიჩას მხოლოდ იმისთვის შესაყვარელებლი რომ ქართველია, ბიჭი არის უმაღლესი დონის ტოპ ფეხბურთელი და ეს ქართველობა რატომ მივაწეპეთ იმისთვის, რომ ვინმე რუსს უყვარდეს და მერე ის რუსი კარგ კაცად მოვიხსენიოთ?
არავის საქველმოქმედო სიყვარული არ სჭირდება ამ ბიჭს, სიყვარულით არ კეთდება საქმე პროფესიონალურ ფეხბურთში.
ჯერ კიდე პატარა ასაკში შეამჩნიეს მისი ნიჭი, წაიყვანეს და ათამაშეს, იმიტომ რომ მსოფლიო დონის ტალანტი დაინახეს მასში, ქართველების სიყვარულის გამო კი არ წაუყვანიათ.
რისთვის უნდა გადავუხადოთ მადლობა რუს მწვრთნელებს მაინც ვერ ვხვდები...
!!
24 ივნისი 2022 18:44
13
იმოტომ მოგექცევიან კარგად რომ ქართველი ხარ რადგანაც უკვე შენს წინა თაობას ექნება იმდენი კარგი საქმე ნაკეთები გინდა სპორტში გინდა ხელოვნებაში გინდ ურთიერთობაში,რომ მათვის შენც ისეთივე ღირსეულად აღიქმები სანმ კარგად გაგიცნობენ:)ჯიში რა სიტყვააა ცხოველები ვართ?ეთნოსი ან რასაც შეილება ან ერი და არა ჯიში ჯიში ლაბრადორია და ჩიხუხუა:)))ჩვენ კი უძველესი ერი ვართ დიდი კულტურით და სულიერებით.ეს ქართულ გენეტიკაში დევს ზოგს უნვითარდება ზოგს არა.რუსები უკრაინელები და ბელარუსები თუნდახმც ყაზახები სწორედ მაგიტომ გვცემენ პატივს რომ ქართველები ვართ.რადგან 70 წლიანმა ერთ სივრცეში ცხივრებამ გამოაჩინა ქართველთა ღირსება.და უპირატესობასხვა ერებთან.ახლა გეიგეეე:))? რატო გვცემეენ პატივს?ნუ თუ გეი პარადებს და თაბაგარებს ვაგულვებთ აღარავინ დაგვაფასებს კავკასიასადა აზიაში.მევარ ქართველი მაშასადამე ვარ მემკვიდრე ევროპის შემქმნელი პროტო ქართველებისა.შემქმნელი რამოდენიმე ცივილიზაცისა.მე ვარ ქართველი და ჩემმმა წინაპარმა აჩუქა მსოფლიოს ღვინო თაფლი პური ცეცხლი რკინა ოქრო ძაფიც კი ასევე ბორბალი ასწავლა მიწის დამუშავება.ასტროლოგია.ებრალებამდე ადიდა ჭეშმარიტი ღმერთი და კიდევ კითხულობ რატოვართ გამსაკუთრებული ერი?? მაგრამ ეს თავდაბლად და უფლის მადლიერებით უნდა ვატრაოთ ეს მემკვიდრეობა.ჩვენ კიარ უნდა დავბრუნდეთ შინ ევრპაში ევროპა უნდა დაბრუნდეს ჩვენს ღირებულებებზე.თუ ვიმნმეს გონია სასამრთლო და მაღალი ხელფასები ღირებულებებეი იდიოტია.ესა კანონები და რეფორმებია.ღირებულებეებია ვეფხვის ტყაოსანი იქაა ქართველთა ღირებულება სულიერება და სიახლოვე ზეცასთან.დავამატებ თუარ ვცედები ქართველი ანგელოზთვალებიანს ნიშნავ ხოლო თვალიძველ ქართულში გონირთანაც იხმარებოდა ანუ ანგელოზი გონების მსგავსი.
მოსეხონელი
25 ივნისი 2022 07:35
1
მხოლოდ იმიტომ თუ მომექცევიან კარგად რომ ქართველი ვარ, რაში მჭირდება ასეთი კარგად მოქცევა. პირველ რიგში ადამიანი უნდა იყო და მერე ქართველი. როგორც ადამიანს ისე უნდა მოგექცნენ კარგად და არა რაღაც განსაკუთრებული ჯიშის გამო.
საერთოდ ვერ მიხვდით რა დავწერე და ორივემ გზას აცდენილი კომენტარები დამიწერეთ.
ბატონი ზურა, აქ ისეთ კომენტარებს წერთ, ძალიან მაგარი პიროვნება მეგონეთ და ხშირად დებატშიც შემოვსულვარ თქვენთან.
რუსების სიყვარულის რომ არ მჯერა მხოლოდ იმის გამო გგონიათ რომ არავინ მიყვარს და არავის ვუყვარვარ? რატომ აძლევთ თავს უფლებას , ისე რომ არც კი მიცნობთ, ჩემზე მსგავსი კომენტარი გააკეთოთ.
თქვენ თუ თან გყვებიან დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, მე ვინმეს ვუყვარვარ თუ არა, რაღა ვილაპარაკო ამ პასუხის შემდეგ.
ბოლო დროს მართლა ყველაფერზე წარმოდგენა მეკარგება, ისეთი აღმოჩნდება ხალხი!
წარმატებები!
!!
24 ივნისი 2022 23:28
1
ყველა გამოხმაურება
ქართველები იმიტომ ყავდა რომ "ჯიგრულ პონტში" ატკატები არ ეშლებოდათ,
კოტე
24 ივნისი 2022 16:33
31
სიომინი რომ დავინახე მეგონა რამე ახალს კარგს იტყვის მეთქი (ქარყველები და ხვიჩა უყვარს და იმიტომ) მასგრამ ეს მგონი ძველი ინტერვიუა
zura222
24 ივნისი 2022 15:57
8
Kაცია სიომინი მას ხოველტვის ხავდა კარტველეი გუნდში და კეც აფასებდა ხველას
Каха
24 ივნისი 2022 15:21
4
რა თქმა უნდა სანიოლის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქთ ნაკრები ფეხზე დააყენა,მეორე კაცი ვისაც ასევე შეეძლება საქართველოს ნაკრები აათამაშოს სწორედ სიომინია რადგან ქართული ფეხბურთის ქომაგია და ბევრი ქართველი ფეხბურთელი სწორედ მან გახსნა, რადგან კარგად იცის ქართული მენტალიტეტი.
imereli
24 ივნისი 2022 13:29
2
პალიჩი მაგარი კაცია მაგრამ დაბერდსა ნამეტანად და არა მგონია ნაკრების მწვრთნელობა გაქაჩოს ! 10-15-20 წლის წინ უნდა დაენიშნათ ჩვენი ნაკრების მწვრთნელად და მაშინ მართლა იზამდა რამეს
zura222
24 ივნისი 2022 16:00
1
სიომინი არის ძალიან კარგი ადამიანი იცი ქართველი ფეხბურთელების ფასი,რაც შეეხება ცუდ ადამიანებს ისინი რუსეთშიდაც არიან და ამერიკაშიდაც,პაკისტანშიდაც, ავსტრიაშიდაც და ნიგერიაშიდაც, სხვათაშორის საქართველოშიდაც არიან ცუდი ადამიანები.წარმატებები კვარას.ნაპოლი,ნაპოლი.
qomagi
24 ივნისი 2022 13:22
3
დავით 67-ს. დავით ხორვატია, შვეიცარია და დანია (ჰა დანია კიდევ შეიძლება ჩაითვალოს) საშუალო სიძლიერის გუნდები არიან? :))) ხორვატია მუნდიალის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი არის, ეხლა ცოტა არასტაბილურად გამოიყურება, მაგრამ ივნისის თამაშებზე A ჯგუფის ყველა ნაკრები მაგ სიტუაციაში იყო. დასკვნა: ან ფეხბურთის აზზრზე არ ხარ, ან უფრო ცუდი, ქართული ფეხბურთი არ გიყვარს და არ გსიამოვნებს ნაკრების წარმატება, კიდევ მაჩანჩალას რომ უწოდებ.
ლევან88
25 ივნისი 2022 01:17
0
კარგი ადამიანი რომ არის გეთანხმები , მაგრამ ქართველი ფეხბურთელების ფასი ვერ გავიგე? ვინმემ ითამაშა ევროპულ ძლიერ ჩემპიონატში? ლოკომოტივის ფეხბურთელებიდან. ხვიჩას დიდი იმედი გვაქვს. ასე რომ ჯერ ჩვენ ფეხბურთელებს არაფერი გამოუვლენიათ. ნაკრებიც ჯერ მაჩანჩალაა. რომ შეხვდება ევროპის საშუალო დონის ნაკრებებს მერე ვილაპარაკოთ. ძლიერ ნაკრებებს არ ვგულისხმობ, ვგილისხმობ დანიის, ხორვატიის , შვეიცარიის და ა.შ
დავით 67
24 ივნისი 2022 18:05
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული