"კონტრაქტში შეტანილი იქნება მნიშვნელოვანი პუნქტი, რომ..." - თემურ ქეცბაია კვლავ ნაკრებს გაწვრთნის

AutoSharing Option
თემურ ქეცბაია კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას კვიპროსული გამოცემა goal.philenews-ი ავრცელებს.

"როგორც ჩანს, კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვეტილება მიიღო, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ქართველი მწვრთნელი ნაკრების ამჟამინდელ თავკაც ნიკოს კოსტენოღლუს ჩაანაცვლებს. კომიტეტის შემდეგი შეხვედრა 4 ივლისს ჩაინიშნა. მოსალოდნელია, რომ მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება სწორედ ამ პერიოდში შედგება. კონტრაქტში შეტანილი იქნება მნიშვნელოვანი პუნქტი - იმ შემთხვევაში, თუ ქეცბაია შეთავაზებას რომელიმე კლუბისგან მიიღებს, "ანორთოსისის" ყოფილ თავკაცს კონტრაქტის გაწყვეტა სრულიად უსასყიდლოდ შეეძლება". 

შეგახსენებთ, 54 წლის ქართველი სპეციალისტი ბოლოს "ანორთოსისს" წვრთნიდა,
რომელიც 2019 წელს ჩაიბარა და ორ წელიწადში, ისტორიაში პირველად, კვიპროსის თასი მოაგებინა. თანამდებობა რამდენიმე დღის წინ ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო დატოვა. სანაკრებო დონეზე მას საქართველოს ნაკრებში მუშაობის გამოცდილება აქვს, ქეცბაია ეროვნულ გუნდს 2009 წლიდან 2014 წლამდე თავკაცობდა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
მიდი ქეცბა საბერძნეთს ქულები დააკარგვინე!
დიმო
23:55 27-06-2022
2
კვიპროსულად როგორ იქნება: " თქვენ გინდათ რომ იქიდანაც იმას მიქნათ და მერე თქვენ იმას, თქვენ კითხვას აქედანაც იმასვუქნა" :) წაემატებები თემოს
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული