დღეს, 29 ივნისს, ეროვნული ლიგის მე-20 ტურში, ბათუმის "დინამოსა" და თბილისის "დინამოს" შორის მატჩის შესვენებისას ხვიჩა კვარაცხელიამ გულშემატკივარს მიმართა:
"მოგესალმებით ყველას. ცოტა მიჭირს იმიტომ, რომ არ იყო დიდი დრო ერთად გატარებული, მაგრამ ძალიან დიდი ემოცია მაჩუქეთ, მომეცით მოტივაცია, რომ უფრო მეტი ვაკეთო. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ქართულ ფეხბურთს ალამაზებთ. ჩვენ ერთად ყველაფერს უნდა მივაღწიოთ.
წარმატებები ბათუმის "დინამოს" ევროთასებზე. უნდა ვუგულშემატკივროთ იმიტომ, რომ ამ გუნდს ყველაფერი აქვს, მიაღწიოს იმას, რასაც ჯერ საქართველოს არც ერთ გუნდს არ გაუკეთებია. ამიტომ წარმატებები" - განაცხადა
კვარაცხელიამ.
რაც შეეხება ხსენებულ მატჩს, პირველი ტაიმის შემდეგ ზღვისპირელები თბილისელებს 3:0-ს ამარცხებენ.
ბათუმელები ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრატისლავის "სლოვანს" 6-სა (სლოვაკეთში) და 13 ივლისს (საქართველოში) შეხვდებიან.
გენაცვალეთ ქართველებო, მიყვარხართ ყველანი
უდიდესი წარმატებები კვარა!