"კალაძეს, სპალეტისა და მირანჩუკს ვესაუბრე, მათ მითხრეს..." - კვარაცხელია სასურველ ნომერსა და "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზებზე

AutoSharing Option
ნობელ არუსტამიანის Youtube-არხთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

მან ასევე თქვა, თუ რა საუბარი ჰქონდა ლუჩანო სპალეტისთან, კალაძესთან და მირანჩუკთან:

"სპალეტის ვესაუბრე. მან მითხრა, რომ ჩემთან მუშაობა უნდოდა. დისკუსიის შემდეგ მეც იგივე სურვილი გამიჩნდა და "ნაპოლიში" გადასვლა გადავწყვიტე.

მან ამიხსნა, თუ რა ხდება სერია A-ში, როგორ ფეხბურთს თამაშობენ და ასევე მითხრა, რომ მსგავსი ნახტომისთვის მზად ვიყავი!

რა ნომერს ავიღებ? - არ ვიცი, 77-ე ნომერს ავიღებ თუ მე-18-ს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვიცი, რომ მე-10 ნომერს არ უნდა შეეხო,
რადგან ის მხოლოდ მარადონას ეკუთვნის.

ვისთან ერთად მინდა "ნაპოლიში" თამაში? - კულიბალისთან. ის შესანიშნავი ფეხბურთელია. კალაძეს და მირანჩუკს ველაპარაკე. მათ მითხრეს, რომ ძალიან ბევრი მეშრომა და წარმატებას აუცილებლად მივაღწევდი!",  - ამბობს კვარაცხელია.

altორი "დინამოს" მატჩი - ზეიმი ბათუმში, მასპინძელთა გამარჯვება და ხვიჩას ნეაპოლში გაცილება [VIDEO]

altვინ არის კვარაცხელიას შეყვარებული, მიჰყვება თუ არა ნეაპოლში და სად გაიცნო ის - ხვიჩა თავის შეყვარებულზე საუბრობს

altრამდენს მიიღებენ "დინამო" და "რუბინი" კვარაცხელიას ტრანსფერიდან - მამუკა ჯუღელი დეტალებზე

მკითხველის კომენტარები / 22 /
რაოოო ? კალაძეს და მირანჩუკს ველაპარაკეო ?? სად ხართ ნაცებო და "პაწრიოწებო" ??? ვერ ხედავთ ქოცს და რუს ფეხბურთელს ელაპარაკა ეს ერის მოღალატეეეეეე DDDD
zura222
10:16 30-06-2022
34
სპორტულ საიტზე შემოვდივარ, რომ სპორტული ამბები და ასევე სპორტის მცოდნე ადამიანების კომენტარები ვიკითხო და მუდმივად ეს ნაცები ქოცები და ნიშნის მოგებით ლაპარაკი რა უბედურებაა :)))
ქოცებისთვის კუდის მოქიცინე ტელევიზიასაც ისევე მივეცი Unlike და დავბლოკე, როგორც ნაცების. სპორტული საიტები დავტოვე, იმიტომ რომ ეგ თემა მაინტერესებს. ისედაც ცოტა თავისუფალი დრო მაქვს, შემოვდივარ და აქაც ნაც-ქოცებს მიტრიალებენ.
რა ძალიან დაბლა ვართ ყველა სფეროში
Spain
11:44 30-06-2022
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული