ლევან ყენია გერმანულ კლუბში კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსს მოირგებს

AutoSharing Option
ლევან ყენიამ გერმანულ "იურდინგენთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა და მომდევნო სეზონსაც ობერლიგაში გაატარებს. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს. ქართველ ფეხბურთელს კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსი ექნება.

"ლევან ყენია ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. ის ჩვენთვის სასარგებლოა როგორც ფეხბურთელის, ასევე მწვრთნელის სტატუსით. ლევანს უდიდესი გამოცდილება აქვს და ნახევარდაცვის რამდენიმე პოზიციაზე მისი დახმარება დაგვჭირდება" - განაცხადა გერმანული კლუბის ბორდის წევრმა დამიენ რატსმა.

შეგახსენებთ, "იურდინგენი" ამჟამად მე-5 დივიზიონში იმყოფება. ჩვენებური კლუბის ღირსებას 2020 წლიდან იცავს. გასულ სეზონში ყენიამ ობერლიგის 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გულშემატკივარს თავი 5 შედეგიანი
გადაცემით დაამახსოვრა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
ყენო უდიდესი ტალანტი იყო. ეხლაც რო მოიხოდოს ბევრს კიდევ აჯობებს.
kicha
15:21 01-07-2022
0
Ანდა კიდევ ცოლისა და დედის გაგზავნას ,,ემიგრაციაში" მახმუდებთან კი სჯობია
Მართალი ხარ
17:18 30-06-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული