როგორც ის აღნიშნავს, "იუვენტუსთან" შეთანხმება მიღწეული იყო და ხვიჩასაც კარიერა ტურინულ გრანდში უნდა გაეგრძელებინა, თუმცა შემდეგ "ვეკია სინიორადან" სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი გაათავისუფლეს და გარიგებაც ამიტომ არ შედგა.
პარატიჩი შემდეგ ამავე თანამდებობაზე "ტოტენჰემში" დაინიშნა და მას კვარაცხელიას წაყვანა უკვე ლონდონში სურდა, თუმცა იჯარით, რაც ქართველ ფეხბურთელს არ აწყობდა.
"ტოტენჰემის" სურვილი ასეთი იყო - იჯარა და თუ ფეხბურთელი "დეზების" მატჩების 50%-ში ითამაშებდა, მაშინ მას გამოისყიდდნენ. ამიტომ გარიგება არ
აქვე გეტყვით, რომ კვარაცხელიას "ნაპოლის" ფეხბურთელად ოფიციალურად, სავარაუდოდ, ხვალ ან ზეგ გამოაცხადებენ.